ნადარბაზევის ტბა - 07.06.2015




მოგესალმებით ყველას, თანამოაზრეებო! ჩემ გასვლაზე მინდა დავწერო თუ თავი არ შეგაწყინეთ ჩემი „დამწყებობით“. აქ რო ვწერ და გიზიარებთ, ამით ჩემი თევზჭერით მიღებული სიამოვნება საბოლოოდ გვირგვინდება  :D 
მოკლედ სანამ ამ გასვლაზე დავწერდე გეტყვით რომ ერთი გასვლა ჩავაგდე, ვერ დავწერე, ისეთი კრახი იყო ჩემთვის რო აზრებს თავი ვერ მოვუყარე, ეს იყო 23 მაისს „ალიგატორების“ მიერ ჩატარებული ტურნირი ნადარბაზევის ტბაზე, სადაც ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, ადრენალინის ზღვა ვიგრძენი. ბოლო ნახევარ საათში დაჭერილმა სამმა კარჩხანამ მიხსნა ბოლო ადგილზე გასვლას. საერთო ჯამში 200გრ და მე-9 ადგილი :)  მიუხედავად ამისა ძალიან ბედნიერი წამოვედი და ველოდები შემდეგ რომელიმე ტურნირს რომელიც კვირა დღეს გაიმართება (შაბათს ვერ ვახერხებ ვერასდროს :( )
...ხოდა ამ ყველაფრის შემდეგ ნადარბაზევზე რევანშის სურვილი გამიჩნდა ჩემ თავთან, ხო და აქედან გამომდინარე..:

ნადარბაზევის ტბა - 07.06.2015







ანკესი: Mikado ტესტი 100გრ, 3.9.
კოჭა: Okuma safina pro
ძირითადი ძუა: წნული 0.2mm, მწვანე. 20 LB
სადავე:  0.1მმ.  30სმ-20სმ
ნემსკავი: Mikado 10 და ჩინური
საკვებურა: Feedersport 56გრ, Feedersport 28გრ და Feedersport ბულეტი 28გრ,
დასაკვები: „ძირითადი ბაზა“ + ქარხნული საკვები + კოპტონის ფხვნილი + სიმინდის ღერღილი + კონსერვის სიმინდი
სატყუარა: მიწის წითელი ჭია, ბუზის თეთრი მატლი და სიმინდი.
მონტაჟი: პატერნოსტერი და ასიმეტრიული.

როგორც ყოველთვის ამინდი მაშინებდა, კვირას დილით 5 სთ-ზე თბილისში ქარი იყო ვიფიქრე ალბათ ნადარბაზევი მიაქვს ქარს-მეთქი. 7-ის ნახევარზე ადგილზე ვიყავი, ქარი საერთოდ არ იძვროდა მაგრამ წინა ღამის ნაწვიმარი იყო, მზე კარგად კაშკაშებდა. ადმინისტრაციის მარჯვენა მხრიდან წავედი სადღაც შუამდე სადაც ადგილი იყო პრინციპში, უამრავი ხალხი იყო. 



გადამწვანებული იყო იქაურობა, დავბანაკდი არჩეულ ადგილას, ღრმად ჩავისუნთქე სუფთა ჰაერი, მოვავლე თვალი ირგვლივ და მივხვდი რო ბედნიერი წამები, წუთები და საათები მელოდა წინ, ჩავრგე თავი ჩემ ბარგში და დავიწყე გამზადება (საკვების) და გაწყობა (ანკესის). 



7 საათზე დაკვება დავიწყე 50 ამოხვევაზე, 5 სროლის შემდეგ მოვაბი სადავე და დაველოდე შედეგს, ნახევარი საათი ყოველ 5 წუთი ვკვებე. 2 საათი ისე გავიდა საერთოდ ჩარტყმა ვერ ვნახე. იქვე ნაპირთან ახლოს, ბალახებში უამრავი კარჩხანა ფართხალებდა, მივხვდი რო ნაპირზე იქნებოდა თევზი. ამოვახვიე შორიდან და იქვე 10 ამოხვევაზე ჩავაგდე... ძალიან გამეხარდა პირველი ჩარტყმა რო დავინდახე და 5 წუთში პირველი კარჩხანა ჩავაბრძანე შესანახ ბადეში. მონტაჯი მქონდა პატერნოსტერი, საკვებურა 28გრ. სადავე 25სმ, სატყუარა თეთრი და წითელი ჭიის ბუკეტი. ქვივერი მეყენა ყველაზე ლაითი, რადგან კარგად გამეგო წვრილი თევზის ჩარტყმაც (ტურნირზე ეს შეცდომა დავუშვი, რომ ლაითი არ დავაყენე, წვრილ თევზ ვერ ვამჩნევდი) კარჩხანებით ცოტა გავერთე, ახლოში აშკარად წვრილი კარჩხანა იყო. კობრიც მინდოდა მოზრდილი, გადავედი შორ დისტანციაზე, მაგრამ ამაოდ. ისევ ახლოში ვარჩიე გართობა. სატყუარად გავუკეთე სიმინდი ამოვავლე მელასაში და 10 წუთში 400 გრ(სასწორი მაქვს) კობრიც ჩავიგდე ხელთ, ეს იყო პირველი და უკანასკნელი კობრი ამ დღეს. ისევ კარჩხანებით გავერთე ბოლომდე. 



საკვები ახალი გავაკეთე იმ იმედით რო მოზრდილ კობრს შემოვიტყუებდი, ქახნული+ კოპტონი და მელასა, მაგრამ ისევ კარჩხანა აქტიურობდა წვრილი. 



3 საათზე ავბარგდი, საერთო ჯამში 1,5კგ გამომივიდა,  ძალიან ბედნიერი  და დასვენებული ვიყავი, წინა გასვლას ნადარბაზევზე ჩემ თავს ვაჯობე, დრო ძალიან მალე გავიდა, ძალიან მალე!

კობრი დაუბრუნდა ტბას, კარჩხანების ნაწილიც, 5 ცალი წამოვიღე ისიც სახლიდან მითხრეს გვაჩვენე ერთი რას იჭერო :)  აშკარად სხვა როჯები იყვნენ სახეზე ვიდრე ლისის კარჩხანები, უფრო მომრგვალებული სახე ქონდათ, შეილება ვცდები.
დიდი მადლობა ტბის ადმინისტრაციას ასეთი ადგილის შექმნისთვის, ალბათ მაქაურობას აღარ მოვშორდები, ძალიან კარდაგ დავისვენე.
                                                                                                                                
ეს კი ფოტო სახელწოდებით „საუკეთესო ანტიდეპრესანტი“  :) 



I'll Be Back Nadarbazevi!

4 comments:

  1. Dentist
    აქტიური წევრი

    Administrator

    1680 posts
    ადგილმდებარეობა
    თბილისი
    პოსტი დაწერილია 09 06 2015 - 23:47
    მადლობა გიორგი რომ სტუმრობ ნადარბაზევს :) და ასევე მადლობა, რომ ასეთ კარგ რეპორტებს წერ ფორუმზე. კობრი ეხლა საქვირითოდ ემზადება და ამიტომ არ მოვიდა შენს სატყუარასთან, დარწმუნებული ვარ გაცილებით დიდი ზომის ეგზემპლარებს დაიჭერ :)
    ასევე ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ ახერხებ ფიდერის ტურნირებზე გამოსვლას. ეხლა შეიქმნა კარგი ახალი გუნდი და წევრი ესაჭიროებათ.

    ReplyDelete
  2. RANGER64
    აქტიური წევრი

    Members
    PipPipPip
    2095 posts
    ადგილმდებარეობა
    Gori, Georgia
    პოსტი დაწერილია 10 06 2015 - 10:20
    ძალიან კარგია გიორგი, როცა შენს გუნებაზე ისიამოვნებ. კარგი დრო გაგიტარებია და აწი ტროფეები არ მოგკლებოდეს. ;)

    ReplyDelete
  3. achiko
    აქტიური წევრი

    Members
    PipPipPip
    173 posts
    პოსტი დაწერილია 11 06 2015 - 22:52
    დიდი მადლობა გიო ასეთი კარგი დღიურების წერისათვის და საინტერესო ინფორმაციისათვის წარმატებები და უკეთესი და უკეთესი შედეგი გასვლებისას

    ReplyDelete
  4. redhothevi - გიორგი გ.
    აქტიური წევრი

    Members
    PipPipPip
    392 posts
    0 გაფრთხილება
    ადგილმდებარეობა
    თბილისი
    პოსტი დაწერილია 12 06 2015 - 10:16
    Dentist
    მადლობა თენგო მხარდაჭერისთვის! პირადად შენგან ბევრი რამე ვისწავლე თეორიულად :) ასევე ყველა თქვენგანისგან ვინც არ იზარებთ პასუხის გაცემას. მაგარი ხალხი ხართ! ძალიან მინდა თქვენს აქტივობებში ჩართვა მაგრამ შაბათს ვერ ვახერხებ ვერსადროს :(
    RANGER64
    სოსო ველოდები შემდეგ ტურნირს ნადარბაზევზე :D ვეღარ ვითმენ... (ოღონდ კვირას :rolleyes: )
    SHALVA_RUSTAVI
    შალვა, მე სალმოს მელასა მაქვს. ბიძინასთან ვიყიდე, კიდე აქვს მემგონი... უკრაინულიც მიხმარია და მე ვერ გავარჩიე სუნით, შეიძლება თევზმა გაარჩიოს არ ვიცი.
    achiko
    მადლობა ;)

    ReplyDelete