"DEBEDA MASTERS 2016" –14.05.2016

...უძილო ღამის შემდეგ მე და მახო ისევ მივდიოდით დებედასკენ, რა თქმა უნდა სალაპარაკო თემა იგივე. ჩვენ ცოტა ადრე ჩავედით, რადგან სექტორები იყო გასაკეთებელი, ასეც მოვიქეცით, 30 წუთში სექტორებიც მზად იყო და მონაწილე გუნდების უკვე მზად იყვნენ კენჭისყრითვის. დილის 6 საათზე მყუდროებას ვურღვევდით იქაურ მომუშავე პერსონალს ჩვენი ყიჟინით, განსაკუთრებით ერთი კაცი შემეცოდა, რომელსაც ლიფსიტებისთვის ღამე ქონდა გათენებული, (როგორც ცნობილა, მანდ სალიფსიტეა და 24 სთ–იანი ყურადღება უნდა, ძალიან შრომატევადი საქმეა). ერთი სიტყვით შემხვდა ზონა C, სექტორი 16. ადმინისტრაციის მოპირდაპირე მხარეს სადღაც ტბის შუაში.
  
"DEBEDA MASTERS 2016" –14.05.2016




ანკესი: Mikado ტესტი 100გრ, 3.9მ,
ქვივერი:  3 oz (ეს მნიშვნელოვანი პარამეტრია ნებისმიერი თევზჭერის დროს)
კოჭა: Daiwa regal 4000 (ერთი ბრუნი 85 სმ)
ძირითადი ძუა: მონო, 0.26 მმ. Maver, dual band
სადავე: წნული, 0.12 მმ. 10 სმ.
ნემსკავი: Gamakatsu LS 3513 size 8
საკვებურა: პრესტონი 45გრ. ფლეტი
დასაკვები: Carp zoom მარწყვის და თაფლის არომატი
სატყუარა: მიწის წითელი ჭია, ბუზის თეთრი მატლი და სიმინდი.
არომატები: ტუტი–ფრუტი, ვანილი. 
მონტაჟი: ინ–ლაინი
დავაბარგე ჩემი აღჭურვილბა ჩემს სექტორში. გავშალე, მსიამოვნებს, თან ვღიღინებ, მთელი სიამოვნება წინაა. დასაკვები მაქსიმუმ 1 ლიტრი მოვზილე, თაფლის და მარწყვის არომატი 1X1-ზე. როგორც ვარჯიშზე გაირკვა თევზის კენკვა უნდა ყოფილიყო + 80 მეტრიდან. ამიტომ სროლაში კარგად ნავარჯიშები, მახოს დარიგებით, გამოსაკვლევი სიმძიმე ვისროლე 95 ამოხვევაზე (და დავრჩი ბოლომდე ამ დისტანციაზე, თუმცა მქონდა მცდელობა სხვაგანც ჩამეგდო მაგრამ უშედეგონის გამო ისევ ეს მანძილი ვარჩიე).


 დაკვების სტარტზე, მიუხედავად იმისა, რომ ფლეტით ვაპირებდი თევზაობას, მაინც დავკვებე 3 სროლა. სტარზე უკვე „დაინსტალირებული“ მქონდა სადავე ფლეტზე სადაც ნემკავზე 2 სიმინდი ეკეთა. 



ფრიქციონი მოვუშვი, ანკესი მცირე კუთხით მქონდა დადებული, ველოდებოდი ზრიალს, მაგრამ მცირე ცანცარი ქონდა მხოლოდ ქვივერს. პირველი ამოხვევა უშედეგო იყო. 


...მეორე მცირე ცანცარზე უკვე იჯდა 250 გრ კარჩხანა, ცოტა არ იყოს და მეძნელა გამოყვანა, ამიტომ ჩოგან ბადე ვიხმრე. ესეც ერთი. მეორეც მალე მიყვა, მესამეც, სადღაც მე–5 ან მე–6 გამექცდა ჩიგანბადეს შეცურების დროს. ჯამში 2 კარჩხანა გამექცა ახლოს მოყვანილი.
მოზრდილი ეგზემპლარი არ ჩანდა. მის ლოდინში ბევრი რამე ვცადე სატყუარასა თუ დასაკვებზე, მწვანე გუუ, არომატები ტუტი–ფრუტი, ვანილი. ისევ პატარა კარჩხანა. ასევე შევცვალე სატყუარა და წითელი ჭიაყელა დავაყენე, მაგრამ მხოლოდ მორიდებული ციცქვნა მივიღე ჭიის. ამიტომ სიმინდზე მალევე დავბრუნდი.

ჩემს მეზობლად, მარცხნივ მამუკას (იასონას) არ ყავდა სახარბიელო ეგემპლარები, ასევე ჩემს მარჯვნივ მჯდომ მიშოს, თუმცა „რაღაცა“ ძაან დიდი დასვა და ახლოს მოყვანილმა ნემსკავი გაუტეხა ისე რომ ვერც კი დაინახა რა იყო, მისი სიმშვიდე ამ ყველაფრის მერე ჩემში გაკვირვებას იწვევდა, შეიძლება გულის სიღრმეში ბობოქრობდა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არ გამოუხატავს. ამას იმიტომ ვწერ, რომ ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რადგან შინაგანი სიმშვიდე თუ გექნება წამრმატებაც არ დაყოვნებს, ხოოოდაა სულ მალე ისევ დაუწყო ჭიდაობა „რაღაც ძლიერს“ და მალევე ამოიყვანა +3კგ სარკისებრი კობრი. ამასობაში სანამ ამოყავდა მე კიდევ ორი კარჩხანა შევმატე ჩემს თვლას. ასევე ცოტა ხანში, 2 კობრი და 1 სარკისებრი, სამივე დაახლეობით 250 გრ. ფინიშამდე კიდევ დავიჭირე რამოდენიმე კარჩახანა. დიდი ეგზემპლარის გარეშე დავამთავრე ასპარეზობა. არც კი გამკარებია, ვარჯიშიდან განსხვავებით.
დავიჭირე ჯამში 17 თევზი წონით 2885 გრ.  თუ არ ვცდები თევზის ეს რაოდენობა მე მქონდა მხოლოდ. (თუ ვინმეს მეტი ყავდა გთხოვთ დაწეროთ) ამას ჩემი ლოგიკით ვასაბუთებ, რადგან ყველამ ვინც წონით ჩემზე მეტი დაიჭირა ყავდა საალაფო ეგზემპლარიც. 
ჭერის ტემპი: 31 წუთი. (დებედასთვის არაა ცუდი, მაგრამ წვრილი კარჩხანასთვის, რაც მე დავიჭირე ბევრია)
სექტორში გავედი მე–4 ადგილზე. ზურაც მე–4 ადგილზე და მახო გავიდა 1–ლ ადგილზე (!) ჩვენი 9 ქულიანი შედეგით აღმოვჩნდით გუნდურად მე–3 ადგილზე. მაგრამ წონით მეორეზე. თუმცა ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, დებედაზე თამაშდემა, მხოლოდ პირველი ადგილი და დამსახურებულად გამირაჯვეს FishFinder–ებმა, სადაც დიდი წვლილი არტურს მიუძღვის, რომლის სექტორშიც ვიჯექი და პრაკტიკულად უშანსოდ დაგვტოვა ყველა. გილოცავთ კიდევ ერთხელ!


საბოლოო ჯამში ძალინ კმაყოფილი ვარ, მიხაროდა იმ ხალხთან ერთად თევზაობა ვისაც ხოლოდ ეკრანიდან ვიცნობდი, მათ გვერდზე ვიდექი და მათ ემოციებს მეც ვიზიარებდი. ეს ნიშნავდა ჩემს მათ „დიდი ოჯახში“ მიღებას, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე ამ დღეებით, გავიცანი უფრო ახლოს ის ხალხი ვისაც შორიდან პატივს ვცემდი. მადლობა მახოს ასეთი კარგი შანსისთვის, ნამდვილად სასიამოვნოდ გაოცებული ვიყავი ყველაფრით... 
...ტრანსფერი დასრულდა, მეორე დღიდან უკვე ჩემს საკუთარ გუნდთან ერთად ვგეგმავდი ჩემპინატის მეორე ტურზე რას და როგორ გავაკეთებდით, რომელიც იმართებოდა სიონის წყალსაცავზე... 4 ივნისს.

6 comments:

  1. paata 540
    აქტიური წევრი

    Members
    PipPipPip
    818 posts
    ადგილმდებარეობა
    თბილისი
    პოსტი დაწერილია 09 06 2016 - 20:55
    ჩვენი ნიჭიერი :) როგორც ყველა, ესეც ძაან მაგარი რეპორტია გიო ;)

    ReplyDelete
  2. Shalva_NGF
    აქტიური წევრი

    Members
    PipPipPip
    996 posts
    პოსტი დაწერილია 09 06 2016 - 21:15
    გიო, მაგარი ხარ, ღირსეული ფიდერმენი 👍👍👍👍

    ReplyDelete
  3. ikafisher
    აქტიური წევრი

    Members
    PipPipPip
    164 posts
    ადგილმდებარეობა
    თბილისი
    პოსტი დაწერილია 10 06 2016 - 00:39
    კარგი რეპორტია გიო, ასეთი ენთუზიაზმი წარმატების საწინდარია ნებისმიერ საქმეში, გილოცავ! :)

    ReplyDelete
  4. maxo06
    აქტიური წევრი

    Super_Moderator

    2164 posts
    ადგილმდებარეობა
    თბილისი
    პოსტი დაწერილია 10 06 2016 - 10:21
    მაგარი ხარ გიო.კარგია.
    ჩემი.მხრიდან დავწერ რომ--ბევრი მითითებებიც არ სჭირდებოდა გიოს.ყველაფერს ისე აკეთებდა რომ --ხვდები--ამ ადამიანში ზიის ის თვისებები რაც კარგ მეთევზეს სჭირდება და ინტუიციით აკეთებს ბევრ რამეს რაც სხვებთან გამოცდილებით მოდის.მთელმა ჩვენმა გუნდმა მივიღეთ გადაწყვეტილება გიო ჩაგვერთო გიგას მაგივრად-თუმცა იდეა ჩემი იყო-და გაამართლა კიდეც გიომ.
    დებედა ისეთიადგილია ტურნირზე შეიძლება ერთი ჩარტყმაც ვერ ნახო--ასეც რომ მომხდარიყო გიოს შემთხვევაში მაინც არ ესაყვედურებოდა იმიტომ რომ -მიდგომა ჰქონდა გიოს ისეთი--ხვდები მთელი გული ჩადო ამ ტურნირში.
    კარგი კაცი ხარ გიო და გუნდიც კარგი გყავს.
    წარმატებას გისურვებ ყვეელა სფეროში.

    ReplyDelete
  5. GigaG
    აქტიური წევრი

    Administrator

    2090 posts
    ადგილმდებარეობა
    თბილისი
    პოსტი დაწერილია 10 06 2016 - 11:10
    კარგია გიო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ გამოხვედი სმარტ ფიდერში დებედა მასტერსზე. ეს ტურნირი გამოირჩევა თავის არაპროგნოზირებადი ხასიათით.
    ეს ის ტურნირია სადაც ჯერ სექტორს აქვს დიდი მნიშვნელობა აქვს და მერე ამ სექტორში მჯდომი სპორტრსმენის მომზადებას. დარწმუნებული ვარ შანსი არ მოგეცა თორემ კიდევ უფრო მაგარ შედეგს დადებდი :)
    კარგი კურსი გაქვს აღებული და ეგრე გააგრძელე!

    ReplyDelete
  6. Zurabi-Mereklishvili
    აქტიური წევრი

    Super_Moderator

    942 posts
    პოსტი დაწერილია 10 06 2016 - 14:35
    კარგი იყო გიო და მადლობა რომ დაგვეხმარე და გვერდში დაგვიდექი თან შენც კარგი გამოცდილება მიიღე მომავლისათვის როცა დებედაზე მოხვდები გეცოდინება უკვე ყველა დეტალი ;-))

    ReplyDelete