ლისის ტბა 19.04.2015

მოგესალმებით მეგობრებო, ცოტა ძნელია ტურნირის მერე რამით გაგაკვირვოთ, თუმცა ეს არაა ჩემი მთავარი მიზანი. სამი რამის გამო ვაკეთებ ამას, პირველი და უმთავრესი არის ის, რომ თქვენგან მივიღო შენიშვნები და შესწორებები, სად? რა? როგორ? და რანაირად ჯობდავაკეთებდი თუ არა სწორად რამეს? მეორე ის არის, რომ ჩემზე გამოუცდელებმა ნახონ და თეორიული სწავლება მიიღონ, როგორც მე ვისწავლე თქვენგან და კიდე ვსწავლობ, და მესამე გადავხედო ხოლმე ჩემ გასვლებს და დავაკვირდე როგორ „გავიზრდები“ :)
მოკლედ:

ლისის ტბა – 19.04.2015



ანკესი: Mikado ტესტი 100გრ, 3.9მ,
კოჭა: Okuma safina pro (თუმცა მალევე შევცვალე, ამაზე ქვემოთ)
ძირითადი ძუა: წნული 0.2mm, მწვანე. 20 LB
სადავე: 0.16მმ და 0.1მმ . 40სმ-15სმ
ნემსკავი: Gamakatsu 10-12
საკვებურა: Feedersport 56გრ
დასაკვები: „ძირითადი ბაზა“ + კოპტონის ფხვნილი + სიმინდის ღერღილი.
სატყუარა: მიწის წითელი ჭია, ბუზის თეთრი მატლი და სიმინდი.
მონტაჟი: ასიმეტრიული

...როგორც იქნა გათენდა ის დილა რომელსაც ოქტომბრის მერე ველოდებოდი, წინა ღამეს ქარი მაშინებდა მაგრამ დილით კარგი ამინდი იყო, 7 საათზე ლისის ტბის პირას მანქანის საბარგულიდან ჩემ აღჭურვილობას მხრებზე და კისერზე ვიკიდებდი, მარტო ვიყავი და ცოტა გამიჭირდა ადგილამდე მიტანა, ბევრი რამ დამიგროვდა ზამთრის შოპინგების გადამკიდე. მოკლედ, მივედი ადმინისტრაციის მარცხენა მხარეს „კლდეებთან“ ორი ადგილას „კონცხივით“ არის და ერთერთი ავირჩიე, უფრო სწორად ერთი დაკავებული იყო.
დავიწყე ჩემი საკვების მომზადება, ძირითადი ბაზა ასე გამოიყურება, რომელიც სამგორის ბაზარში ერთი კაცი ყიდის და „თევზის საკვებს“ ეძახის: კოპტონი, პერლოვკა, გერკულესი, სიმინდი, ხორბალი, ქერი, სოიო, პრემიქსი, ფშენო და ქატო. ეს ყველაფერი დაფქვლია და საკმაოდ ფხვიერად გამოიყურება (ამასთან დაკავშირებით თქვენი რჩევა მინდა რამდენად ღირს ამდენი ინგრედიენტით მომზადებული საკვების გაკეთება? ) დავუმატე კოპტონის ფხვნილი და სიმინდის ღერღილი ასეთი პროპორციით 1x1x1.


  ანკესი გავამზადე და ჩემს Okuma-ზე დახვეულმა მონო ძუამ მიღალატა, რომელიც შარშანდელია ზამბარასავით იშლებოდა და წვერზე ეხვეოდა, არ გავრისკე ამით სროლა, მეტი ძუაც არ მქონდა და რაც მქონდა ეს იყო წნული რომლითაც თევზაობას არ ვაპირებდი და რომელიც ძველ კოჭაზე მეყენა. ჩემდა უნებურად პირველად ვითევზავე წნულით და საერთოდ სხვა რამაა ფიდერში ვიდრე მონო.

დავიწყე ჩემთვის ახალი ხილით, ფსკერის გამოკვლევით, feedersport-ის 56გრ სიმძიმით, ამის სწავლაც მინდოდა, ავირჩიე მოპირდაპირე მხარეს სამიზნე და ვესროლე ნახევარი ძალით, ალბათ 40 მეტრში ჩავაგდე, დავიწყე გამოჩოჩება და ხელში ვგრძონ რაღაც ბლანტზე მოძრაობას, თავიდან აყოვნებს და მერე ნელნელა მოდის, ეს ალბათ შლამი იყო, 5-ჯერ მაინც გადავაგდე თავიდან მინდოდა კარგად გამეგო რა ხდებოდა ფსკერზე მარა დავრწმუნდი რო შლამი იყო, ამის მიუხედავად მაინც იმ მიმართულებით ვისროლე საკვებურა შლამში, დავკლიფსე რეზინით და დაველოდე მოვლენებს, უკვე 8 საათი იყო ამასობაში, 11 საათამდე საერთოდ არ გამოძრავებულა წითელი ქვივერი. ამ დროის მონაკვეთში ქვივერიც კი შევცვალე მწვანე დავაყენე, ვცვალე სადავეების სიგრძე, ნემსკავები, სატყუარები, (მონტაჟი არ შემიცვლია).


მოკლედ მივხვდი რო რაღაც მეშლებოდა, ამოვახვიე, მოვხსენი საკვებურა, დავაყენე გამოსაკვლევი სიმძიმე და ჩემგან ასე 30 გრადუსით მარჯვნივ ვისროლე, დავკლიფსე და დავიწყე „გამოკვლევა“, ასე 20 ბრუნის მერე ხელში ვიგრძენი ვიბრაცია (ევრიკააა!) ეს ადგილი 3-4 ჯერ გადავამოწმე, დავკლიფსე და საკვებური გადავაგდე რომელზეც მეყენა უკვე 15სმ სადავე და სატყუარა წითელი და თეთრი ჭიის ბუკეტი, დაახლეობით 3 წუთში პირველი რხევა იქრძნო ჩემმა ქვივერმა და 15 წუთში პირველი კარჩხანა ჩემმა ხელებმა Jალბათ 250-300 გრ იქნებოდა. ნახევარ საათში მეორე კარჩხანა, მერე ერთ საათში მესამე, სულ ერთი და იგივე ზომის.



ამდენს იმიტო ვწერ ასეთი აღტაცებით რო ყველაფერი ფსეკერის გამოკვლევის დამსახურებაა და ამის გარეშე არ ჩაივლის არც ერთი ჩემი გასვლა. მოუხედავად ჩემი მწირი შედეგისა მაინც მაგარი კმაყოფილი ვარ.

ეს წინა დღეს დავზვერე.



თანამშრომელმა გადამიღო რომელმაც წინა ღამეს 12 საათზე გადამაგდო და არ წამოვიდა :) მერე ამოისეირნა...



ამ ყველაფერში ყველაზე მეტად ეს მომწონს :)



მაპატიეთ ცოტა დიდი მოხსენება გამომივიდა... :)


ლინკი ფორმუზე: http://sportfishing.ge/forum/

10 comments:

  1. misha: გიორგი მშვენიერი რეპორტია , საინტერესო :)
    კარგი კარჩხანებიც დაგიჭერია, მშვენიერია
    პატარა კაციც გახარებულია :)

    ReplyDelete
  2. Gia Chit 74: ა ძმაო რეპორტი ,ყოჩაღ გიო ! შემდგომ ეცადე საკვებურა დააპატარავო ,ნაკლები წონა -ნაკლები ხმაური და დაფთხალი თევზი.ჩვენც ვსწავლობთ ყველა ,ისეთი პროცესია ეს თევზაობა .დანაჩენს რა გინდა და რა გაკლია აღჭურვილობაში ,რა გაქვს შესაცვლელი და გასაუმჯობესებელი თავად მიხვდები ყველა გასვლის შემდეგ .

    ReplyDelete
  3. Bioturbo: ძაააალიან კარგი რეპორტია... წარმატებები...

    ReplyDelete
  4. Jano: ყველაფერი კარგი,მაგრამ ,გიორგი,გამარკვიე ასიმეტრიული მონტაჟი რატომ? ეგ ხომ დინების კლასიკურ მონტაჟად ითვლება.გამოყენება როგორ არ შეიძლება,მაგრამ შენ რა მოსაზრებით აირჩიე?

    ფორუმის ყველა წევრს მოგმართავთ მოწიწებით,ვინც ნემსკავის ფირმას და ზომას უთითებს მხოლოდ, მე (იქნებიან სხვებიც)ფირმა და ზომა არაფერს მეუბნება,თუ მოდელი ( სერია )არ მიუთითეთ. ჯერ ერთი ნემსკავის ფორმა გაუგებარია და მეორე - მაგალითად,გამაკაცუს F 11 -ის 14 ზომის სიგანე 3,8 მმ-ია,ხოლო ისევ გამაკაცუს 2210- ის იგივე ზომის 4,2მმ.სიმაღლეზე კი საუბარიც ზედმეტია.

    ReplyDelete
  5. maxo06: ძალიან კარგი რეპორტია,ისე გრძნობ თითქოს გვერდზე იჯექი და უყურებდი :)
    ბაზას არაუშავს,ჯერ ცივი წყალია მაინც და ნეიტრალური დასაკვები გამოგსვლია,შემდეგში უცოტ-ცოტა საფანელი და დაფქული პეჩენიაც მიაყოლე,ასევე ქარხნული საკვებიდან რომელიმე ან ნახევარი ან მესამედი შეკვრა და უკვე მიიღებ რაღაც დაარომატებულ დასაკვებს,იქ ცოტცოტა სიმინდის მარცვლები,პელეცი და.ა.შ
    მონტაჟს მე პატერნოსტერს ავირჩევდი ან სულაც საკვებურდაგრძელებულ სპორტულ მონტაჟს.
    კარგია რომ ფსკერის გამოკვლევის სიკეთე პირველივე თევზაობაზე იგრძენი :) :) :)

    ReplyDelete
  6. RANGER64
    აქტიური წევრი

    Members
    PipPipPip
    2095 posts
    ადგილმდებარეობა
    Gori, Georgia
    პოსტი დაწერილია 21 04 2015 - 13:13
    ძალიან კარგი რეპორტია, უმშვენიერეს ;) ვერაფერს დაამატებს კაცი. ერთი რჩევასავით (არ გეგონოს საზიზღარი კრიტიკოსი ვიყო), ახალბედა მეთევზეებისთვის ფრიად საინტერესო იქნებოდა თუ კონკრეტულად დაწერდი შენს დეტალურ განსხვავებას წნულსა და მონოს შორის, ანუ რატომ მოგეწონა ან არ მოგეწონა, შედეგზე როგორ მოქმედებს თვითოეული მათგანი და ა.შ. კიდევ ერთხელ ძალიან კარგი რეპორტია და წარმატებები. ;) ;)

    ReplyDelete
  7. misha
    აქტიური წევრი

    Members
    PipPipPip
    789 posts
    ადგილმდებარეობა
    თბილისი
    პოსტი დაწერილია 21 04 2015 - 13:16


    გიამ და მახომ მშვენიერი რჩევა მოგცეს, ყოველთვის შეეცადე მაქსიმალურად პატარა ქვივერი იხმარო, შესაბამისად მსუბუქი საკვებურა, ჩაკვრები უფრო შესამჩნევი იქნება, ეხლა მითუმეტეს გაზაფხულია და თევზი აგრესიულად არ ეტანება სატყუარას, მე მოკლე სადავეზე პენოპლასტს ვცდიდი , შედეგი გაცილებით უკეთესი გექნებოდა, ცოტა რომ აგეწია ფსკერიდან ვფიქრობ აჯობებდა. ექსპერიმენტებს ყოველთვის შედეგი მოაქვს, არ დაიზარო. 20 ბრუნი სავარაუდოდ 15-17 მეტრია და თავისუფლად შეგეძლო 30გრ-მდე საკვებურა გეხმარა, 30-იც მაქსიმუმია. თუ ანკესი გიქყობს ხელს რა თქმა უნდა.
    ესეთ მოკლე მანძილზე წყალსატევზე თუ შესაბამისი ძუა გაქვს და სუფთა დგილია , თევზაობა უფრო სასიამოვნოა, ამ მანძილზე ძუა აჯობებდა. საერთოდ შეეცადე ანკესი, მონტაჟი,სადავე , ნემსკავი - კონკრეტული სათევზაო ადგილიდან და პირობებიდან გამომდინარე მაქსიმალურად დელიკატური იყოს, უფრო შედეგიანი თევზაობა გექნება და მეტ სიამოვნებას მიიღებ. :)

    ReplyDelete
  8. david82
    წევრი

    Members
    PipPip
    81 posts
    პოსტი დაწერილია 21 04 2015 - 13:23
    ყოჩაღ გიო, გადასარევი რეპორტია :) გილოცავ და მიხარია, რომ სიამოვნებას იღებ უკვე ყველაფრისგან :) ამ რეპორტშიც იგრძნობა შენი დამოკიდებულება და წარმატებებს გისურვებ განვითარების გზაზე. კარგად დაიწყე სეზონი და უკეთესად გაგრძელებულიყოს, სასიამოვნო და წარმატებულ სესზონს გიუსრვებ ;)

    ReplyDelete
  9. redhothevi - გიორგი გ.
    აქტიური წევრი

    Members
    PipPipPip
    392 posts
    0 გაფრთხილება
    ადგილმდებარეობა
    თბილისი
    პოსტი დაწერილია 21 04 2015 - 14:36
    დიდი მადლობა ყველას, ასეთი გამოხმაურება რო მიიღო ჩემმა პოსტმა, და იმისითვის რო რჩევებს მაძლევთ, ყველაზე მნიშვნელოვანი ესაა ჩემთვის! :)
    აუცილებლად გავითვალისწინებ შემდგომ.

    Gia Chit 74
    საკვებურას აუცილებლად დავაპატარავებ მეც ეგრე ვფიქრომ უკვე მედიდება, მითუმეტეს მაქვს უკვე აღჭურვილობაში მსუბუქები.

    Jano
    ასიმეტრიულით იმიტო ვითევზავე რო წინა წელს ყველაზე მეტი შედეგი მაგ მონტაჟით მქონდა (თუმცა გამოუცდელი ვიყავი) და ისევ ეგ ვარჩიე. გარდნერითაც კარგი იყო მარა მაინც ეს ვარჩიე. ინლაინით შარშან ჩარტყმასაც ვერ ვგრძნობდი (ისევ გამოუცდელობა!) :)
    რაც შეეხება ნემსკავს მქონდა ეს.
    maxo06
    ქარხნულ საკვებს ბიძინასთან ველოდები სალმოს, სენსასიც მინდა თუ სადმე ვივაგენი :) სიმინდის მარცვლებს აქტიურად ვიყენებდი ხოლმე შარშან, მთლიან ქილას ვცლიდი თავისი წვენით, ამ დღეს არ გამოვიყენე რატომღაც.
    RANGER64
    მართლა დიდი განსხვავება ვიგრძენი მონოსა და წნულს შორის, ტყორცნაც უფრო ზუსტი გამომდიოდა ვიდრე მონოთი, ამოკვრასაც დიდი ძალისხმევა არ ჭირდება ანკესი ოდნავ უკან და საკმარისია. და რაც მთავარია ქვივიერი უფრო მგრძნობიარეა! :) ისე თითის გაჭრის მეშინოდა თავიდან მაგრამ სულ ტყუილად, საერთოდ მსგავსი რამე არ მიგრძვნია, სასხლეტივით მეჭირა საჩვენებელი თითით და საჭირო დროს ვუშვებდი :)

    david82
    დავით გაიხარე შენ! შენ რომ არა ამდენს ნაღდად ვერ ვისწავლიდი! :D ხალხო ესაა ჩემი მასწავლებელი! დათომ მაზიარა სპორტულ თევზჭერას! და იმ დღესაც ლისზე ამოვიდა და ადგილზე მიტარებდა მასტერკლასებს :D
    (ოღონდ ვინც გადამაგდო, მერე ამოვიდა და სურათი გადამიღო ის სხვაა!! :D დავითი არ გეგონოთ :D)

    კიდევ ერთხელ მადლობა იმისთვის რო რჩვებს არ იზარებთ!

    ReplyDelete
  10. Zurabi-Mereklishvili
    აქტიური წევრი

    Super_Moderator

    942 posts
    პოსტი დაწერილია 21 04 2015 - 18:31
    ყოჩაღ გიო და მე მომხრე ვარ რომ ყველა რეპორტი რომელიც დაიდება ფორუმზე გავდეს ამას და ესეთივე დალაგებული იყოს როგორც ეს არის, და გამიხარდება თუ დანარჩენები მიბაძავენ გიორგის . . .

    ReplyDelete