თბილისის ზღვა – 03.05.2015


მოგესალმებით ყველას  :)   მინდა კიდევ დავწერო ჩემი ისტორიის... უფრო სწორად ჩემი, ჩემი ძაან ახლობლის (რომელიც ჩვენი ფორუმელია, david82) და კიდევ ჩემი მეგობრის შესახებ. თითქმის ერთი კვირა ვგეგმავდით რომ უნდა წავსულიყავით სადმე ერთად, მაგრამ სად ეგ ვერ გავარკვიეთ იმ დილამდე როდესაც სათევზაოთ წავედით! შესაძლო ლოკაციები იყო: ლისის ტბა, ნადარბაზევი და თბ. ზღავა; ნადარბაზევი, „სავარაუდო ცუდი ამინდის“ გამო არ გავრისკეთ (გვინდა რო მანდ სრული სიამოვნება მივიღოთ), ლისი დავითმა დაზვერა წინა დღეს და აღმოჩნდა რომ შეიძლება ვიღაცას აეკრძალა ჩვენთვის თევზჭერა.

ამიტომ....

თბილისის ზღვა – 03.05.2015


ანკესი: Mikado ტესტი 100გრ, 3.9.
კოჭა: Okuma safina pro
ძირითადი ძუა: წნული 0.2mm, მწვანე. 20 LB
სადავე: 0.16მმ და 0.1მმ.  90სმ-25სმ
ნემსკავი: Gamakatsu 12, Mikado 10, ჩინური წარმომავლობის (საკუთარი გამოცდილებით მეტი რეალიზაცია მაქვს)
საკვებურა: Feedersport 28გრ, Feedersport ბულეტი 28გრ, Drenan 50გრ, ზამბარა მეთოდისთვის.
დასაკვები: „ძირითადი ბაზა“ + კოპტონის ფხვნილი + სიმინდის ღერღილი + „იასონას მელასა კარამელი“ + კონსერვის სიმინდი + საფანელი
სატყუარა: მიწის წითელი ჭია, ბუზის თეთრი მატლი და სიმინდი დადიპული სალმოს მელასაში.
მონტაჟი: პატერნოსტერი, ასიმეტრიული, სპორტული ინლაინი.

...შაბათ საღამოს ისევ ამინდი გვიშლიდა ნერვებს, ქარი. ამიტომ გადავწყვიტეთ როგორი ამინდიც იქნებოდა დილით იმის მიხედვით ვიმოქმედებდით. 5:30 სთზე გავიხედე გარეთ და ყველაფერი კარგადაა!
მე და დათომ ზუსტათ ერთდროულად გავცვალეთ Sms-ები:

-davit magari amindia  
-gio, aba ras pikrob? cavedit moklet   
- daverekot  
- ok, aris daverekot   :) 

და 6:30 საათზე უკვე წყლის პირას მისასვლელ გზას ვეძებდით მთავარი ტრასიდან, მოკლედ ადვილად ჩავედით ჩემი სედანით და მისი ჯიპით. მივედით დიდი და პატარა ზღვის შესართავთან, სამხრეთით.



დავიწყეთ ფსკერის გამოკვლევა მარჯვნიდან, ვისროდი საახლოებით 50–60 მეტრში, თავიდანვე ბალახები იყო, ასე 30 მეტრის მერე ქვიანი, ისეთი ქვიანი რო მარკერის გამოტანა მიჭირდა, იჭედებოდა ქვებში (ერთი ფიდერ სპორტის 56გრ მარკერი კი ჩავტოვე  :( ) . დაახლოებით 100 მეტრი გავიარეთ მარცხნივ და დავბანაკდით, რადგან აქ ცოტა ნაკლები იყო ბალახი. მოვამზადე ჩემი დასაკვები ზემოთ აღნიშნული ინგრედიენტებით, გავშალე ანკესი დავკლიფსე ჩემ არჩეულ წერტილზე და 8:00 საათზე პირველი ტყლაშანი გაადინა ჩემმა საკვებურამ,ამ დროის მაინძილზე დაახლოებით 5–6 ჯერ მაინც ჩვენს ირგვლივ ამოხტა მოზრდილი ეგზემპლარები. გავხედე დავითს და უკვე დაემთავრებინა ტავისი როდპოდის დაყენება, მოგეხსენებათ დავითი არის კარპfიშერი  :)   მის დისტანციაზე ვერაფერს გეტყვით მარა, რაც ვიცი მინტაჟი ქონდა ჩოდი და 360.  საკმაოდ პრეზენტაბელურად გამოიყურებოდა მისი მონტაჟები.  ბოილებზეც ვერაფერს გეტყვით, ვხედავდი რაკეტით როგორ ბომბავდა. 






მოკლედ საერთოდ არ განძრეულა ქვივერი 11 საათამდე, დათო ამ დროის მანძილზე ტივტივით ირთობდა თავს, თუმცა უშედეგოდ. წვიმაც ნერვებს გვიშლიდა დროდადრო. ვეღარ ავიტანე უშედეგოდ ჯდომა, (თუმცა არ დამიკლია ცდა, ვცვალე სადავე, ნემსკავი, დისტანცია, სატყუარა, მოკლედ რაც შეემძლო) დაახლოებით მარცხნივ 80 მეტრში გადავჯექი, დავიწყე ყველაფერი თავიდან.



ასე 12 საათისთვის პირველი ჩარტყმა დავინახე, და რას ვხედავ პირველად დავიჭირე ღორჯო,  დაჯდა მელასაში ამოვლებულ თეთრ ჭიაზე. საკვებურა 28 გრ. სადავე 40 სმ. ნემსკავი ჩინური. მონტაჟი სპორტული ინლაინი.



მეორე ანკესზე ცომში მოზელილი ჩემი საკვები ქონდა, (მეთოდ ფიდერი) უბრალოდ ამოვახვიე და იქაც პატარა ღორჯო. (ორივე ახლაც განაგრძობს სიცოცხლეს თბ. ზღვაში :) ) ამ დროს დავითს უკვე ამოყავდა კარგი ზომის შამაიები. ხოდა ჩემ სატყუარას პენოპლასტი დავუმაგრე. ცოტა ხანში მეც ამოვიყვანე კარგი ზომის (დაახ. 17 სმ) შამაია. მორჩა, გაჩერდა, ვეღარაფერი შევძელი.  თუმცა ქვივერს აწვალებდა მარა ისე მიჭირდა ბალახიდან ამოღება საკვებურის იქ რომც თევზი ყოფილიყო აუცილებლად გასძვრებოდა. მოკლედ ბალახებმა გაგვაწვალა რა. 

მე ისევ გადავჯექი ძველ ადგილას ასე 3 საათზე, იქაც ერთი შამაია და მორჩა ჩემი შედეგი 2 შამაია 2 ღორჯო... დავითს ასე 15 ან მეტი შამაია ყავადა შესანახ ბადეში, ტივტივით რა თქმა უდნა. მე წამოვედი ასე 4–ზე, ჩემი შამაიები დათოს გადავაბარე; დათო დარჩა და კიდე რემოდენიმე დაიჭირა. რა თქმა უდნა დავითმა ყველა გაათავისუფლა და ახლაც ამაყად ჭრიან ჩვენი შამაიები ზღვის ტალღებს  :D 


მოკლედ ასე იყო, მიუხედავად ასეთი შედეგისა მაინც მაგარი კმაყოფილი ვარ, მთავარი აქ თევზის რაოდენობა არაა, ჩემთვის პირადად ახალი ის იყო რო ორი სხვადასხვა სახეობის თევზი ამოვიყვანე რომელიც ჯერ დაჭერილიც არ მყავდა (ვიღაცისთვის ეს ალბათ სასაცილოა :) ), ახალი კიდევ ის იყო რო ვისწავლე „მეთოდის“ გაკეთება ცომით.







ხო სულ დამავიწყდა, მესამე ჩემ მეგობარზე დამეწერა რომლის შედეგი 0 – ია (ფიდერს ეუფლებოდა). აი რა დაიჭირა :


:D  :D  :D

ესეც სურათი დასახელებით „საუკეთესო ანტიდეპრესანტი“:

ვიდეოს ავტ: david82 (მონაწილეობენ ჩვენი შამაიები)


6 comments:

  1. maxo06
    აქტიური წევრი

    Super_Moderator

    2163 posts
    ადგილმდებარეობა
    თბილისი
    პოსტი დაწერილია 06 05 2015 - 13:07
    ძალიან კარგ დღიურებს წერ და არ გაჩერდე-ითევზავე და წერე--ორივე კარგად გეხერხება-ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
    რადგან ტივტივაზე უფრო კარგად იღებდა შამაია ესეიგი ჯერ კიდე ერიდება ცივ შრეებს და ზედა თბილ შრეებში აქტიურობს.
    ასეთ დროს დავაყენებდი უფრო მსუბუქ საკვებურას რომ რაც შეიძლება ნელა ჩაიძიროს-მაგ გურუს 20 ან 15 გრამიან საკვებურას-თუმცა ვფიქრობ რომ ტივტივა მაინც გაჯობებდა ამ კონკრეტულ დღეს.

    ReplyDelete
  2. giga_bai
    აქტიური წევრი

    Super_Moderator

    152 posts
    ადგილმდებარეობა
    Tbilisi
    პოსტი დაწერილია 06 05 2015 - 13:21
    პირველ რიგში მადლობა გიორგი, რომ არ დაიზარე და ასე კარგად,დეტალურად თავისი ფოტოებითურთ გაგვიზიარე შენი გასვლა თბილისის ზღვაზე. მივესალმები შენს ასეთ მიდგომას და ყველას ვურჩევ რომ მოგბაძონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე სათევზაო სპორტის განვითარებისთვის.

    ასე გააგრძელე. დიდი სიამოვნებით დაველოდები შენი დღიურის შემდეგ ჩანაწერს. ;)

    ReplyDelete
  3. Zurabi-Mereklishvili
    აქტიური წევრი

    Super_Moderator

    942 posts
    პოსტი დაწერილია 06 05 2015 - 13:32
    მართლაც გსიამოვნებს კითხვა ისეთი ჩამოწერილი აქვს ყველაფერი დეტალურად და კითხვის დასმაც არ დაგჭირდება. მართლაც მისაბაძია და კარგი იქნება თუ ყველა ასე ლამაზად და დეტალურად გადმოვცემთ ხოლმე ჩვენს გასვლებს... მადლობა გიორგის

    ReplyDelete
  4. david82
    წევრი

    Members
    PipPip
    81 posts
    პოსტი დაწერილია 06 05 2015 - 16:43
    მშვენიერი დღიურია გიო. :) მიუხედავად იმისა, რომ ერთად ვიყავით, მაინც დიდი სიამოვნებით წავიკითხე :) გამოცდილების მისაღებად საკმაოდ კარგი გასვლა იყო. რაც მთავარია გიომაც და მეც გარკვეული დასკვნები გამოვიტანეთ და შემდეგისთვის უკეთესად გამოგვივა დარწმუნებული ვარ. ფაქტობრივად 3 სტილით ვთევზაობდით და ამჯერად ტივტივამ გაამართლა, თუმცა, ვფიქრობ, რომ ცოტა ხანში სიტუაცია შეიცვლება და უკეთესი გამოცდილებით და უკეთესი კენკვის პირობებში გაცილებით კარგ შედეგებს მივიღებთ. შამაიამ კი მართლა მასიამოვნა, საკმაოდ დიდი ზომის სტანდარტი მოდიოდა (სიონის სტანდარტთან შედარებით) და კარგად ჭიდაობდნენ. მაგარი ბიჭები იყვნენ და ყველა უვნებლად დავაბრუნეთ :)

    გიორგობას გილოცავ გიო და წარმატებებს გისურვებ მთელი სეზონი :)

    ReplyDelete
  5. Dentist
    აქტიური წევრი

    Administrator

    1680 posts
    ადგილმდებარეობა
    თბილისი
    პოსტი დაწერილია 06 05 2015 - 22:40
    კარგია გიორგი, დიდი მადლობა! :)

    ReplyDelete
  6. redhothevi - გიორგი გ.
    აქტიური წევრი

    Members
    PipPipPip
    392 posts
    0 გაფრთხილება
    ადგილმდებარეობა
    თბილისი
    პოსტი დაწერილია 07 05 2015 - 20:00
    მადლობა ყველას გამოხმაურებისთვის, მიხარია რო მოგეწონათ ჩემი რეპორტი :)

    ეს კი ვიდეო მათთვის ვისთვისაც წარმოუდგენელია თევზის გაშვება! დამიჯერეთ არანაკლები სიამოვნებაა...

    ReplyDelete