კუმისის ტბა – 23.04.2016 - საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ფიდერით სპორტულ თევზჭერაში 2016 [ეტაპი 1]



მოგესალმებით, მეგობრებო! სანამ რამეს დავწერ მინდა პირველ რიგში ვთქვა, რომ აქ ჩემი სამყაროა და აქ ისე ვგრძნობ თავს, როგორც თევზი წყალში, ეს ორივე საკითხი თქვენ ყველაზე კარგად იცით.

მოგეხსენებათ, ზამთრის ძილიდან გამოსვლა, როგორ ყველას გვეჩქარებოდა. ეკრანზე თევზაობა,  (ტელევიზორი, კომპი, სმარტფონი), სიზმრებში თევზაობა, დაუსრულebayშოპინგები, ყველაფერი ნამდვილი თევზაობის გარდა. მე, რატომღაც, არ ვგეგმავდი ფედერაციაში გაწევრიანებას, ტურნირებზე კი როგორც შევძლებდი იმის მიხედვით გამოვიდოდი. მაგრამ, ჩემი კაპიტნის ენთუზიაზმი ისეთი ძლიერი იყო, რომ ადვილად დამითანხმა ფედერაციის წევრობასა და ტურნირებში გამოსვლაზე, რაზეც, მას დიდი მადლობას ვუხდი!
გუნდი უცბად შეიკრა, ადვილად გავუგეთ ერთმანეთს, დავმეგობრდით. ვცვლიდით ერთმანეთში თეორიებს, გამოცდილელბებს, გვქონდა და გვაქვს გეგმები. დაიგეგმა კუმსზე ვარჯიში ტურნირამდე ორი კვირით ადრე. ეს იყო  ჩემი და ასევე გუნდის პირველი ვარჯიში, გამოვცადეთ ყველაფერი რაც კი აღჭურვილობაში გვქონდა, ჩვენი მიზანი არ ყოფილა ბევრი თევზის დაჭერა, მიზნად გვქონდა გვეპოვა „ის“ რითიც ტურნირზე შევძლებდით რაოდენობრივად მეტი თევზის მოპოვებას. კავაკეთეთ დასკვნები, გამოვრიცხეთ რაღაც–რაღაცეები და მოვემზადეთ ტურნირისთვის.
აიიი! დადგა სანატრელი დღე!

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ფიდერით სპორტულ თევზჭერაში 2016 [ეტაპი 1]

კუმისი – 23.04.2016



ანკესი: SALMO Taifun Picker 2.7 ტესტი 10-30გრ, 2.7მ
კოჭა: Okuma safina pro
ძირითადი ძუა: მონო 0.23mm
სადავე: 0.145მმ50სმ–60სმ
ნემსკავი: OWNER 50921 – 16 ნომერი
საკვებურა: Feedersport 42გრFeedersport 20გრVegasFeeder 25გრ
დასაკვები: „ძირითადი ბაზა“ + კოპტონის ფხვნილი + სიმინდის ღერღილი+ საფანელი.
სატყუარა: ნაკელის წითელი ჭია, ბუზის თეთრი მატლი და მატილი
მონტაჟი: ინ–ლაინი
დანაკარგი: 2 სადავე


ჩემ გუნდელებთან ერთად 6:15 სთზე უკვე სანაპირო ზოლს ვათვალიერებდი, ბალახები ბევრ სექტორში იყო, რომელსაც შეეძლო პრობლემები შეექმნა, მაგრამ თავს ვიმშვიდებდი, იმედი მქონდა უბალახო შემხვდებოდა. კენჭის ყრა დაიწყო, სულ ბოლოს მოვიდა ჩვენი ჯერი, C ზონა ისე დაიტვირთა, რომ არ მინდოდა მოხვედრა. გამიმართლა და შემხვდა Aზონა, კიდევ უფრო გამიმართლა და შეხვდა 21 სექტორი, ანუ განაპირა. ეს იყო ზუსტან იმ გორის მარცხნივ სადაც კენჭისყრა ჩატარდა. კიდევ გეტყვით ერთ გამართლებას, იყო სრულიად უბალახო.


სექტორებში შესვლისთანავე დავიწყე საკვების მომზადება, გავაკეთე 2 დასაკვები. ერთი მარტივად, „ძირითად ბაზად“ მქონდა სამგორის ბაზარში ნაყიდი „უნივერსალური საკვები“, რომელშიც ბევრი რამეა არეული, პრემიქსი, სოიო, კოპტონი, პერლოვკა... ამ ყველაფერს დამუმატე სიმინდის ღერღილი+კოპტონის ფხვნილი+საფანელი. პროპორციებით 1X1X1+400 გრ საფანელი, მივიღე ერთი სახის დასაკვები. გავყავი შუაზე, დავამატე სენსასი 3000 სერიის კარასინი, და მივიღე მეორე დასაკვები. სულ ჯამში 8 ლიტრი (ბევრი იყო აშკარად, მაგრამ ჯობია მომრჩეს). სენსასიან დასაკვების გამოყენებას ვაპირებდი თევზის პასიურობის შემთხვევაში.

დარჩენილ დროში, აღჭურვილობა მშვიდად გავშალე, მოვერგე სკამს, დავილაგე ერთი ხელის გაწვდენაზე ყველაფერი რაც მჭირდებოდა. სადავეები მოვიმარჯვე, საკვებურები ჩავამწკრივე, დასაკვები ფეხქვეშ მოხერხებულად გავასწორე, სატყურები თითებზე მივიწებე (ეს ალეგორია იყო ვინმეს სიმართლე არ ეგონოს :D ) შესანახი ბადე კარგად გავშალე, ჩოგანბადეც აქვეა, რა იცი რა ხდება,  ყოველი შემთხვევისთვის ერთხელ მარკერის სიმძიმეც გამოვატარე ჩემს წინ, საკვებურა გავტენე, დავხედე საათს 08:45–ია, ყველანაირად ჩავეტიე დროში და 5 წუთიც დამრჩა იმის გასააზრებლად თუ სად ვარ, როგორი სიამოვნება მელის წინს, ვგრძნობ, რომ სწორ გზაზე ვდგავარ, ეს ისაა რაც მინდა, ესაა რაც მავიწყებს ცხოვრების სირთულეებს, სხვა სამყაროა სადაც შეგიძლია მშვიდად იყო.



...08:50 დაკვების სტარტი. პირველი გასროლა საკვებურის, დავკლფსე. ამოვახვიე, 35 ბრუნი. ეს დაახლოებით   15–17 მეტრია. გავუშვი კიდევ 6 feedersport–ის 42 გრ საკვებურა. 5 წუთი სტარტამდე დავასვენე დაკვებილი წერტილი. ეს დრო გამოვიყენე სადავის დასამაგრებლად და სატყუარის გასაკეთებლად. სატყუარად მატილი წამოვაცვი, რადგან ვარჯიშზე მატილს ქონდა დიდი შედეგი, ეს ბუნებრივიცაა. საკვებურა შევცვალე, vegasfeeder 25 გრ. პატარა ზომის.

სტარტი: ღრმად ჩავისუნთქე, ვისროლე, ფსკერამდე სანამ მივიდოდა ცოტა გამოვკარი, საკვები ამოვყარე, რადგან ფსკერი ოდნავ ლამიანია, არ გასულა 15 წამი პირველი ჩაკვრა! ამოვახვიე და არაფერი. ადრე მომივიდა. თავიდან ისევ ეს ყველაფერი და 30 წამში ჩაკვრა, უკვე პირველი კარჩხანა გავუშვი შესანახ ბადეში. მქონდა არარეალიზებადი ჩარტყმები. პირველ საათში მყავდა 12 ცალი, შემდეგ თვლა ამერია.

ვგრძნობდი ტემპი არ მქონდა კარგი, დიდხანს ვუნდებოდი მატილის გაკეთებას (შეცდომა N1), დიდხანს ვუნდებოდი საკვებურის გატენვას (შეცდომა N2)(არც ისე ,მაგრამ დრო მაინც მიაქვს),

ვცადე თეთრი ჭია, გავუკეთე, მაგრამ თუ მატილის კარგად იღებდა და ხშირ შემთხვევაში ყლაპავდა, თეთრს ცოტა მორიდებულად ისრუტავდა. ამიტომ აღარ გავაგრძელე ექპერიმენტები, რაზეც კარგად მოდიოდა ის გავუკეთე! საშინლად დიდი დრო მიქონდა წვრილი მატილის  გაკეთებას.



ტემპი არ დამიკარგავს მთელი ტურის მანძილზე, ჩემ დაკვებილ წერტილში იყო თევზი არ გასულა, მოწონდა დასაკვები, ამიტომ მეორე სენსასი საკვები არ გამომიყენებია. გადაგდებიდან თუ 1 წუთში არ ჩაარტყავდა, 2 წუთში ამომქონდა და ზედ იჯდა „გასუსული“ (ეს სიტყვა  ზუსტად ასახავს ეგეთი თევზის მდგომარეობას) კარჩხანა.

ცარიელი საკვებურა და თეთრი ჭია ისევ ვცადე მაგრამ უშედეგობის გამო მალევე გავეშვი. ვგრძნობდი ტემპი არ მივარგოდა, ამიტომ ბოლო 1 საათი იყო ნერვების გამოცდა, რომელსაც ვთვლი, რომ ჩავაბარე. დავითვალე და ბოლო და 1 საათში დავიჭირე 17 კარჩხანა, აქედან 5 ცალი ბოლო 10 წუთში. ამაში ჩემი ზონის მსაჯი დამეთანხმება რომელიც მიყურებდა და ამბობდა „არ ნებდებაო“.

ფინიში: აი ყველაზე რთული მომენტი! სანამ ჩემამდე მოვიდნენ 2 საათი გავიდა, რადგან 21–ე სექტორში ვიყავი, ბოლოს მიწევდა აწონვა. არც ვიცი რამდენი მყავს, გონზე არ ვარ. სპორტული ინტერესი მკლავს. სიცხე მკიდია!



...ვითვლი თევზს, 50 ცალს რო გადავცდი უკვე აღარ მჯეროდა რო ჩემი იყო, 91 ცალი! წონა 1885 გრ. ამ ციფრებმა ისე გამიფანტეს გონება, რომ ვეღარ მოვაქციე ყურადღება რომელ ადგილზე ვიყავი.

ჭერის ტემპი: 4.6 წუთი.

აღმოჩნდა რომ სექტორში მე–5 ადგილი მაქვს.

ჩემ გუნდელებს, პაატას მე–4 და შალვას მე–15. ჯამში 24 ქულა. გუნდური მე–7 ადგილი. ჩვენი პროგრამა მინიმუმი იყო ექვსეულში მოხვედრა, იგივე 24 ქულა ქონდათ მე–6 ადგილოსნებსაც, რომლებმაც 400 გრ–ით გვაჯობეს. ამ ფაქტმა ისე იმოქმედა ჩვენზე, რომ გვიან მივხვდით თუ რა შედეგსაც მივაღწიეთ. ეს ნამდვილად კარგი შედეგი იყო. გამოცდილ სპორტსმენებს გავუსწორდით ჩვენი შედეგებით. ეს ნამდვილად მონდომების და შემართების დამსახურება იყო.

ახლა ჩვენი ყურადღება სიონისკენა!


ახალი თაობის ფიდერმენები
New Generation Feedermen
გიორგი გოგალაძე

11 comments:

  1. ვარაზი
    აქტიური წევრი

    Members
    PipPipPip
    618 posts
    ადგილმდებარეობა
    თბილისი
    პოსტი დაწერილია 28 04 2016 - 07:13
    მშვენიერი რეპორტია. წარმატებებს გისურვებთ სიონზე და დანარჩენ ტურნირებზეც!!!

    ReplyDelete
  2. simonichi
    აქტიური წევრი

    Members
    PipPipPip
    685 posts
    პოსტი დაწერილია 28 04 2016 - 08:13
    გიო მაგარი ხარ, შენც და შენი გუნდელებიც, წარმატებებს გისურვებთ. :)

    ReplyDelete
  3. Shalva_NGF
    აქტიური წევრი

    Members
    PipPipPip
    996 posts
    პოსტი დაწერილია 28 04 2016 - 09:15
    ოჰოოო დამიარა, ისევ აიმღვრა ადრენალინით საღერღელი, თითქოს იქ ვიყავი... ყოჩაღ, გიო, ნამდვილი სპორცმენი ხარ!! ❤❤❤👍👍👍

    ReplyDelete
  4. ikafisher
    აქტიური წევრი

    Members
    PipPipPip
    164 posts
    ადგილმდებარეობა
    თბილისი
    პოსტი დაწერილია 28 04 2016 - 10:26
    მაგარი რეპორტია გიორგი, წარმატებებს გისურვებთ, ჩემი ფავორიტი გუნდი ხართ და თქვენი წარმატება ყოველთვის გამეხარდება, სხვა გუნდებმა მაპატიონ :D

    ReplyDelete
  5. GigaG
    აქტიური წევრი

    Administrator

    2090 posts
    ადგილმდებარეობა
    თბილისი
    პოსტი დაწერილია 28 04 2016 - 11:05
    მაგარი რეპორტია გიო. კიდევ ერთხელ ავღნიშნავ რომ რომ თქვენი გუნდი დებიუტისთვის ძალიან კარგად გამოვიდა! ამ რეპორტს წავირებ სადაც საჭიროა :)

    ReplyDelete
  6. BABUKA_17
    აქტიური წევრი

    Members
    PipPipPip
    435 posts
    პოსტი დაწერილია 28 04 2016 - 13:19
    საღოლ გიო ძაან კაი რეპორტია, ერთ რჩევას მოგცემდი 25 გრ ვეგასის საკვებურის მაგივრათ 14გრ გამოგეყენებინა უკეთესი შედეგი გექნებოდა :)

    ReplyDelete
  7. Gia Chit 74
    აქტიური წევრი

    Super_Moderator

    1584 posts
    ადგილმდებარეობა
    თბილისი
    პოსტი დაწერილია 28 04 2016 - 16:47
    კარგია ნამდვილად გიო ,სიამოვნებით ვკითხულობ და იკითხება .ბევრი უნდა წერო .წარმატებებს გისურვებ და ვუსურვებ თქვენს გუნდს ,შედეგში ეჭვი არ გვეპარება :)

    ReplyDelete
  8. david82
    წევრი

    Members
    PipPip
    81 posts
    პოსტი დაწერილია 28 04 2016 - 18:03
    გილოცავ გიო და ვამაყობ შენით :) შედეგი, რომ ვნახე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი შენს მონდომებასა და ნიჭიერებაში. ისიც კარგად ვიცი, რომ ეს დასაწყისია და მომავალი კიდევ უფრო წარმატებული გექნება. მთავარია ყველაფერი გქონდეს იმისთვის, რომ ამ სიამოვნებას არ მოაკლდე :)

    ReplyDelete
  9. misha
    აქტიური წევრი

    Members
    PipPipPip
    789 posts
    ადგილმდებარეობა
    თბილისი
    პოსტი დაწერილია 29 04 2016 - 02:57
    გიორგი მშვენიერი რეპორტია და მშვენიერი დებიუტი, ასე გააგრძელეთ, წარმატებას გისურვებთ მთელ გუნდს, ახალ თაობას, აბა თქვენ იცით! :)

    " მოდის მოღელავს ახალი თაობა " :)

    ReplyDelete
  10. redhothevi - გიორგი გ.
    აქტიური წევრი

    Members
    PipPipPip
    392 posts
    0 გაფრთხილება
    ადგილმდებარეობა
    თბილისი
    პოსტი დაწერილია 26 05 2016 - 22:19


    ესაა მხოლოდ ჩემი კადრები ტელეკომპანია იბერიის გადაცემიდან "რატის ბლოგი", რომელიც მიეძღვნა ჩემპიონატის პირველ ეტაპს. "კუმისი 2016" :) ძალიან სასიამონო იყო ჩემთვის ეს ყველაფერი :)

    სრული გადაცემა იხილეთ აქ: http://www.myvideo.ge/v/2867017

    ReplyDelete
  11. Shalva_NGF
    აქტიური წევრი

    Members
    PipPipPip
    996 posts
    პოსტი დაწერილია 27 05 2016 - 00:23
    გიო, იციან კადრში ვინც უნდა ჩანდეს ხშირად ;) ;) მაგარი ხარ!! :) :) :)

    ReplyDelete