ნადარბაზევის ტბა – 28.08.2015


  მოგესალმებით, მეგობრებო! მინდა ისევ დავწერო ჩემი გასვლების შესახებ, რომელიც 28 და 30 აგვისტოს მოვაწყე. ამ დღეებს ვისვენებდი და რაღა თქმა უნდა აქტიური დასვენებისთვის გამოვიყენე. ეს იყო ჩემი პირადი ფესტივალი :D მართლაც აღფრთოვანებული ვარ ამ დღეებით რადგან, პირადი რეკორდი დავამყარე. მოკლედ ცოტა ფიქრის შემდეგ გადავწვიტე ნადარბაზევზე ვცადო ბედი.

ნადარბაზევის ტბა – 28.08.2015


  უკვე კარგი ხანია სათევზაოდ არ ვყოფილვარ, ძაან მომენატრა. მართალია მარიამობა იყო მაგრამ ამას ჩემთვის ხელი არ შეუშლია, დასვენება იყო და ასე უქმად ვერ ვიჯდებოდი. ვცადე ბედი და ჩემს „თილისმას“ დავითს (David82) შევთავაზე ხომ არ წავიდეთ მეთქი (მე ისეთი გადაწყვეტილი მქონდა, რომ მარტოც წავიდოდი). 
   ... მე და დათომ დილის 6 საათზე მოვულოცეთ ერთმანეთს მარიამობა.
დავბანაკდით ადმინსტრაციის მარცხენა მხარეს, ქარის საპირისპიროთაც დავდექით და თან მაგ მხარეს პირველად მოვსინჯეთ. ძალიან სასიამოვნო ამინდი იყო, მზეს თითქმის არ შეუწუხებივართ.

ანკესი: Mikado ტესტი 100გრ, 3.9.
კოჭა: Daiwa Strikeforce - SF4000-B
ძირითადი ძუა: მონო 0.28 mm, შავი. 
სადავე: 0.16 მმ. 30სმ-50სმ
ნემსკავი: ვერ ვერკვევი კოდებში!
საკვებურა: Feedersport 56გრ, Feedersport 28გრ და Feedersport ბულეტი 56გრ,
დასაკვები: „ძირითადი ბაზა“ + სალმოს ქარხნული საკვები + კოპტონის ფხვნილი + სიმინდის ღერღილი + კონსერვის სიმინდი
სატყუარა: მიწის წითელი ჭია, ბუზის შეღებილი მატლი (წითელი) და სიმინდი.
მონტაჟი: პატერნოსტერი და ასიმეტრიული.

   ... 7 საათზე უკვე გაშლილი მქონდა ფრთები, ძირითადი ბაზა რომელიც დასაკვებში ვახსენე ასე გამოიყურება : კოპტონი, პერლოვკა, გერკულესი, სიმინდი, ხორბალი, ქერი, სოიო, პრემიქსი, ფშენო და ქატო, ამას + კიდევ რაც შემდგომ მიწერია. დაახლოებით 3–4 ლიტრი მოვზილე, რომელიც ბოლომდე მეყო. ფსკერი გამოვიკვლიე და დავაყენე ასიმეტრიული მონტაჯი, რომელიც ძალიან მიყვარს, რადგან გადახლართვები ფაქტიურად არ აქვს. დავიწყე დაკვება ჩემთვის კომფორტულ მანძილზე, 40–50 მეტრში. 
   მოკლედ, ბევრი რო არ გავაგრძელო 11 საათამდე უთევზოდ ვიყავით მეც და დათოც. დათოს კარპის სიგნალიზატორმა ერთხელ გაგვიხარა გული მაგრამ, ცრუ განგაში იყო. მე ძალიან წვრილი კარჩხანები დავიჭირე, რომელიც ძალზედ სანატრელი გაგვიხდა, ალბათ 10–12 ცალი. დავიჭირე ასევე 2 ცალი მცირე (8სმ) ზომის თეთრი ამური, ძალიან ლამაზი თევზია, ძალიან მიყვარს, მაგარი ფორმები აქვს. ეს ალბათ ახალი თაობაა ნადარბაზევში. (ზედმეტია ალბათ ვთქვა, რომ გავუშვი ორივე).



  დისტანციების, სადავეების, ნემსკავების, მონტაჟის, დასაკვების, სატყუარების ცვლის მიუხედავად მეტი შედეგი ვერ ვნახე. 
3 საათზე ვიბარგებოდით, როცა დათოს სიგნალიზატორმა ატეხა განგაში, მაგრამ ეს კარჩხანა იყო მცირე ზომის, რომელიც თეთრი ამურის მონტაჟზე დაიჭირა. 
   ...5 საათზე ოჯახის წევრებთან ერთად ავღნიშნავდი მარიამობას, სუფრას ჩემი კარჩხანები ამშვენებდა ;)
დაგვიანებით ყველას გილოცავთ მარიამობას!

   ეს კი, სურათი დასახელებით „საუკეთესო ანტიდეპრესანტი“



ლინკი ფორმუზე: http://sportfishing.ge/forum/

1 comment:

  1. Dentist
    აქტიური წევრი

    Administrator

    1680 posts
    ადგილმდებარეობა
    თბილისი
    პოსტი დაწერილია 02 09 2015 - 13:06
    როგორც ყოველთვის საუკეთესო რეპორტია! :) ამურის ამბავი მიხარია, ეგ თაობა სულ ეხლახანს გავუშვით და უკვე მაგრად წამოზრდილა, თან ნემსკავსაც არ უკადრისობს, გაისაც ალბათ უკვე საფიდერე ზომებს მიაწევს. დაახლოებით 4000 ცალია გაშვებული ივლისში.

    ReplyDelete