ნადარბაზევის ტბა 3/4–09.2016 – "საქართველოს თასი 2016" [ეტაპი 4]



მოგესალმებით მეგობრებო! რეპორტის დასაწერად იმდენი მუზა მომადგა რომ ჯოხით ვიგერიებ. არ გეგონოთ, რომ ჩემი ახალი სათევზაო ჯოხით ვიგერიებ, რადგან ისეთი ანკესი მაქვს რომ მაგისთვის ვერ გავიმეტებ. ყველა ტურნირი და ასევე ყველა ჩემი თევზაობა გავიარე კომპოზიტის ბიუჯეტური ჯოხებით, მიკადო, ტრაბუკო... რასაც ქვია „დუბინკა“, მაგრამ მათი ძალიან კმაყოფილი ვარ, ყველა დამწყებს ვურჩევ ამით დაიწყოს და მერე იყიდოს „ძვირიანი“, მაგრამ მე უკვე არ ვთვლი რომ ის თანხა რაც გადავიხადე ძვირია. მოკლედ გასული ტურნირების შედეგებიდან გამომდინარე და პრაქტიკიდან აშკარად საყიდელი მქონდა კააარგი ჯოხი. ჩემს თანაგუნდელს, ჩემს კაპიტანს, შალვას ჯოხების მეტი რა აქვს, ხოდა მომცა ერთ–ერთი საუკეთესო ჯოხი: Maver Abyss X Series 2pc 12 ft,  დამეთანხმებით მიკადოდან დიდი ნახტომია. ძალიან მაგარი ანკესია, მე დირიჟორის ჯოხი დავარქვი.


"DEBEDA MASTERS 2016" –14.05.2016

...უძილო ღამის შემდეგ მე და მახო ისევ მივდიოდით დებედასკენ, რა თქმა უნდა სალაპარაკო თემა იგივე. ჩვენ ცოტა ადრე ჩავედით, რადგან სექტორები იყო გასაკეთებელი, ასეც მოვიქეცით, 30 წუთში სექტორებიც მზად იყო და მონაწილე გუნდების უკვე მზად იყვნენ კენჭისყრითვის. დილის 6 საათზე მყუდროებას ვურღვევდით იქაურ მომუშავე პერსონალს ჩვენი ყიჟინით, განსაკუთრებით ერთი კაცი შემეცოდა, რომელსაც ლიფსიტებისთვის ღამე ქონდა გათენებული, (როგორც ცნობილა, მანდ სალიფსიტეა და 24 სთ–იანი ყურადღება უნდა, ძალიან შრომატევადი საქმეა). ერთი სიტყვით შემხვდა ზონა C, სექტორი 16. ადმინისტრაციის მოპირდაპირე მხარეს სადღაც ტბის შუაში.
  
"DEBEDA MASTERS 2016" –14.05.2016


"DEBEDA MASTERS 2016" –08.05.2016 ვარჯიში

"DEBEDA MASTERS 2016" – 08.05.2016 ვარჯიში "Smart Feeder"–ის შემადგენლობაში
+ ვიდეო


მოგესალმებით, მეგობრებო! დებედას ტურნირზე მინდა დავწერო, მართალია დიდი ხანი გავიდა, მის მერე ერთი ტურნირიც იყო, მაგრამ ამ დაუვიწყარ ემოციებს ვერ შევინახავ.
კუმისის ტურნირნირზე მხოლოდ 400 გრ დაგვაკლდა გუნდს (NG Feedermens) იმისთვის, რომ დებედა მასტერსზე მოვხვედრილიყავით, მართალია რეიტინგული არაა მაგრამ სამაგიეროდ პრესტიჟულია, მართლაც რომ ღირსეული გუნდები გავიდნენ და იასპარეზეს. 
ერთ მშვენიერ დღესაც დამიკავშირდა ერთ–ერთ ტიტულოვანი და ჩემთვის საყვარელი გუნდის Smart Feeder-ის კაპიტანი, მალხაზ მახარაშვილი და შემომათავაზა მის გუნდთან ერთად მეასპარეზა დებედა მასტერსზე! (წარმოგიდგენიათ?!) აღმოჩნდა, რომ გიგა, საქართველოს ნაკრების ერთ–ერთი ღირსეული წევრი, საპატიო მიზეზით ვერ ახერხებს გუნდთან ერთად წასვლას და მის მაგივრად უნდა ვყოფილიყავი. მოკლედ, შოკიდან რომ გამოვედი, ბევრი არც მიფიქრია და რა თქმა უნდა მახოს დავეთანხმე. ტრანსფერი შედგა. ამ ყველაფერმა საშუალება მომცა ახლოს გამეცნო ყველა ის ადამიანი ვისაც, სურათებიდან, ვიდეოებიდან და სხვადასხვა ვირტუალური საშუალებიდან ვიცნობდი, უფრო უკეთესასაც გეტყვით, სწორედ მათგან მიმეღო რჩევა–დარიგება და მასტერკლასები. 

ტელეკომპანია იბერიის კადრები გადაცემიდან "რატის ბლოგი" - კადრებში მხოლოდ მე

ესაა მხოლოდ ჩემი კადრები ტელეკომპანია იბერიის გადაცემიდან "რატის ბლოგი", რომელიც მიეძღვნა ჩემპიონატის პირველ ეტაპს. "კუმისი 2016"  :) ძალიან სასიამონო იყო ჩემთვის ეს ყველაფერი :)



სრული გადაცემა იხილეთ აქ: http://www.myvideo.ge/v/2867017

კუმისის ტბა – 23.04.2016 - საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ფიდერით სპორტულ თევზჭერაში 2016 [ეტაპი 1]



მოგესალმებით, მეგობრებო! სანამ რამეს დავწერ მინდა პირველ რიგში ვთქვა, რომ აქ ჩემი სამყაროა და აქ ისე ვგრძნობ თავს, როგორც თევზი წყალში, ეს ორივე საკითხი თქვენ ყველაზე კარგად იცით.

მოგეხსენებათ, ზამთრის ძილიდან გამოსვლა, როგორ ყველას გვეჩქარებოდა. ეკრანზე თევზაობა,  (ტელევიზორი, კომპი, სმარტფონი), სიზმრებში თევზაობა, დაუსრულebayშოპინგები, ყველაფერი ნამდვილი თევზაობის გარდა. მე, რატომღაც, არ ვგეგმავდი ფედერაციაში გაწევრიანებას, ტურნირებზე კი როგორც შევძლებდი იმის მიხედვით გამოვიდოდი. მაგრამ, ჩემი კაპიტნის ენთუზიაზმი ისეთი ძლიერი იყო, რომ ადვილად დამითანხმა ფედერაციის წევრობასა და ტურნირებში გამოსვლაზე, რაზეც, მას დიდი მადლობას ვუხდი!
გუნდი უცბად შეიკრა, ადვილად გავუგეთ ერთმანეთს, დავმეგობრდით. ვცვლიდით ერთმანეთში თეორიებს, გამოცდილელბებს, გვქონდა და გვაქვს გეგმები. დაიგეგმა კუმსზე ვარჯიში ტურნირამდე ორი კვირით ადრე. ეს იყო  ჩემი და ასევე გუნდის პირველი ვარჯიში, გამოვცადეთ ყველაფერი რაც კი აღჭურვილობაში გვქონდა, ჩვენი მიზანი არ ყოფილა ბევრი თევზის დაჭერა, მიზნად გვქონდა გვეპოვა „ის“ რითიც ტურნირზე შევძლებდით რაოდენობრივად მეტი თევზის მოპოვებას. კავაკეთეთ დასკვნები, გამოვრიცხეთ რაღაც–რაღაცეები და მოვემზადეთ ტურნირისთვის.
აიიი! დადგა სანატრელი დღე!

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ფიდერით სპორტულ თევზჭერაში 2016 [ეტაპი 1]

კუმისი – 23.04.2016


აგარის ტბა – 19.09.2015 - შიდა ქართლის რეგიონალური კლუბი „ალიგატორები“-ის II ღია-სამოყვარულო ტურნირი





მოგესალმებით მეგობრებო, თანამოაზრეებო! ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, რადგან ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს, ეს ძალიან მიხარია. ჩემ აზრებს კარგად იღებთ და რასაც განვიცდი თევზჭერის დროს ესეც კარგად გესმით!
  ასე უცებ ჩემ გასვლაზე არასდროს დამიწერია, ეს იმიტომ, რომ დღეს რაღაც განსაკუთრებული მოხდა და ეს „რაღაც“ მოსვენებას არ მაძლევს.
  როცა „ალიგატორებმა“ დაპოსტეს ტურნირის შესახებ, თავიდანვე დიდი სურვი გამიჩნდა მონაწილეობის, რადგან წინა ტურნირი ძალიან კარგად მახსოვს (მე–9 ადგილი), თუმცა ბოლო კვირამდე არ ვიცოდი მოვახერხებდი თუ არა.
ბევრი რო არ გავაგრძელო...

  აგარის ტბა – 19.09.2015 წ

სკრის ტბები – 30.08.2015

შაბათ საღამოს, უკვე კვირისთვის ვემზადებოდი, რომელიც ნადარბაზევზე ყოფნის დროს დავგეგმე. სკრის ტბა ძალიან მაინტერესებდა. 

სკრის ტბები – 30.08.2015


ნადარბაზევის ტბა – 28.08.2015


  მოგესალმებით, მეგობრებო! მინდა ისევ დავწერო ჩემი გასვლების შესახებ, რომელიც 28 და 30 აგვისტოს მოვაწყე. ამ დღეებს ვისვენებდი და რაღა თქმა უნდა აქტიური დასვენებისთვის გამოვიყენე. ეს იყო ჩემი პირადი ფესტივალი :D მართლაც აღფრთოვანებული ვარ ამ დღეებით რადგან, პირადი რეკორდი დავამყარე. მოკლედ ცოტა ფიქრის შემდეგ გადავწვიტე ნადარბაზევზე ვცადო ბედი.

ნადარბაზევის ტბა – 28.08.2015

კოდიწყაროს ტბა - 18.07.2015




ეს გახლავთ ხაშურთან ძალიან ახლოს, დაახლოებით 7-8 კილომეტრში, თრიალეთის ქედის დასაწყისში, ულამაზესი ადგილი, სიწყნარე, სიმწვანე, სიმშვიდე, სისუფთავე, მოკლედ ყველაფერი იმისთვის რო დაისვენო. აქ თეზაობა ფასიანია, 1 ანკესი 10 ლარი. დაჭერილი კობრი კილო 4 ლარი. თუმცა ერთი ანკეისის თანხაში 2 კილოს წამოიყვან უფასოდ კობრს. კარჩხანა რა საკვირველია საჩუქრად. ამ ინფორმაციას მეპატრონესთან შეთანხმებით ვასაჯაროებ, რომელსაც გაცნობიერებული აქვს რომ შეიძლება თავდაცვა დაჭირდეს შემოსეულებისგან :)  თავის მხრივ იქ შესვლა და გამოსვლა კონტროლდება.
                                         
მაშ ასე:

კოდიწყაროს ტბა 18.07.2015

ნადარბაზევი - 14.06.2015


მოგესალმებით მეგობრებო! დიდი პაუზა გამომივიდა რეპორტებს შორის მოუცლელობის გამო, თუმცა გასვლა მაინც მოვახერხე ამ პერიოდში 2-ჯერ. ჩემი ბოლო რეპორტი იყო ნადარბაზევიდან 07.06.2015 -ში...  ზუსტად ერთ კვირაში ვესტუმრეთ ისევ მე და David82. 



ნადარბაზევი - 14.06.2015

ნადარბაზევის ტბა - 07.06.2015




მოგესალმებით ყველას, თანამოაზრეებო! ჩემ გასვლაზე მინდა დავწერო თუ თავი არ შეგაწყინეთ ჩემი „დამწყებობით“. აქ რო ვწერ და გიზიარებთ, ამით ჩემი თევზჭერით მიღებული სიამოვნება საბოლოოდ გვირგვინდება  :D 
მოკლედ სანამ ამ გასვლაზე დავწერდე გეტყვით რომ ერთი გასვლა ჩავაგდე, ვერ დავწერე, ისეთი კრახი იყო ჩემთვის რო აზრებს თავი ვერ მოვუყარე, ეს იყო 23 მაისს „ალიგატორების“ მიერ ჩატარებული ტურნირი ნადარბაზევის ტბაზე, სადაც ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, ადრენალინის ზღვა ვიგრძენი. ბოლო ნახევარ საათში დაჭერილმა სამმა კარჩხანამ მიხსნა ბოლო ადგილზე გასვლას. საერთო ჯამში 200გრ და მე-9 ადგილი :)  მიუხედავად ამისა ძალიან ბედნიერი წამოვედი და ველოდები შემდეგ რომელიმე ტურნირს რომელიც კვირა დღეს გაიმართება (შაბათს ვერ ვახერხებ ვერასდროს :( )
...ხოდა ამ ყველაფრის შემდეგ ნადარბაზევზე რევანშის სურვილი გამიჩნდა ჩემ თავთან, ხო და აქედან გამომდინარე..:

ნადარბაზევის ტბა - 07.06.2015

თბილისის ზღვა – 03.05.2015


მოგესალმებით ყველას  :)   მინდა კიდევ დავწერო ჩემი ისტორიის... უფრო სწორად ჩემი, ჩემი ძაან ახლობლის (რომელიც ჩვენი ფორუმელია, david82) და კიდევ ჩემი მეგობრის შესახებ. თითქმის ერთი კვირა ვგეგმავდით რომ უნდა წავსულიყავით სადმე ერთად, მაგრამ სად ეგ ვერ გავარკვიეთ იმ დილამდე როდესაც სათევზაოთ წავედით! შესაძლო ლოკაციები იყო: ლისის ტბა, ნადარბაზევი და თბ. ზღავა; ნადარბაზევი, „სავარაუდო ცუდი ამინდის“ გამო არ გავრისკეთ (გვინდა რო მანდ სრული სიამოვნება მივიღოთ), ლისი დავითმა დაზვერა წინა დღეს და აღმოჩნდა რომ შეიძლება ვიღაცას აეკრძალა ჩვენთვის თევზჭერა.

ამიტომ....

თბილისის ზღვა – 03.05.2015

ლისის ტბა 19.04.2015

მოგესალმებით მეგობრებო, ცოტა ძნელია ტურნირის მერე რამით გაგაკვირვოთ, თუმცა ეს არაა ჩემი მთავარი მიზანი. სამი რამის გამო ვაკეთებ ამას, პირველი და უმთავრესი არის ის, რომ თქვენგან მივიღო შენიშვნები და შესწორებები, სად? რა? როგორ? და რანაირად ჯობდავაკეთებდი თუ არა სწორად რამეს? მეორე ის არის, რომ ჩემზე გამოუცდელებმა ნახონ და თეორიული სწავლება მიიღონ, როგორც მე ვისწავლე თქვენგან და კიდე ვსწავლობ, და მესამე გადავხედო ხოლმე ჩემ გასვლებს და დავაკვირდე როგორ „გავიზრდები“ :)
მოკლედ:

ლისის ტბა – 19.04.2015