მოგესალმებით მეგობრებო, თანამოაზრეებო! ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, რადგან ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს, ეს ძალიან მიხარია. ჩემ აზრებს კარგად იღებთ და რასაც განვიცდი თევზჭერის დროს ესეც კარგად გესმით!
ასე უცებ ჩემ გასვლაზე არასდროს დამიწერია, ეს იმიტომ, რომ დღეს რაღაც განსაკუთრებული მოხდა და ეს „რაღაც“ მოსვენებას არ მაძლევს.
როცა „ალიგატორებმა“ დაპოსტეს ტურნირის შესახებ, თავიდანვე დიდი სურვი გამიჩნდა მონაწილეობის, რადგან წინა ტურნირი ძალიან კარგად მახსოვს (მე–9 ადგილი), თუმცა ბოლო კვირამდე არ ვიცოდი მოვახერხებდი თუ არა.
ბევრი რო არ გავაგრძელო...
აგარის ტბა – 19.09.2015 წ
შიდა ქართლის რეგიონალური კლუბი „ალიგატორები“-ის II ღია-სამოყვარულო ტურნირი
ანკესი: Mikado ტესტი 100გრ, 3.9მ.
კოჭა: Daiwa Strikeforce - SF4000-B
ძირითადი ძუა: მონო 0.28 mm, შავი.
სადავე: 0.16 მმ. და 0,18 30–50 სმ
ნემსკავი: ჩინური.
საკვებურა: Feedersport 56გრ, Feedersport 42გრ და Feedersport ბულეტი 56გრ,
დასაკვები: „ძირითადი ბაზა“ + სალმოს ქარხნული საკვები + კოპტონის ფხვნილი + სიმინდის ღერღილი + კონსერვის სიმინდი + თევზის არომატიანი პელეცი.
სატყუარა: მიწის წითელი ჭია, ბუზის თეთრი მატლი, ნაკელის ჭია და სიმინდი.
მონტაჟი: გარდნერი.
კოჭა: Daiwa Strikeforce - SF4000-B
ძირითადი ძუა: მონო 0.28 mm, შავი.
სადავე: 0.16 მმ. და 0,18 30–50 სმ
ნემსკავი: ჩინური.
საკვებურა: Feedersport 56გრ, Feedersport 42გრ და Feedersport ბულეტი 56გრ,
დასაკვები: „ძირითადი ბაზა“ + სალმოს ქარხნული საკვები + კოპტონის ფხვნილი + სიმინდის ღერღილი + კონსერვის სიმინდი + თევზის არომატიანი პელეცი.
სატყუარა: მიწის წითელი ჭია, ბუზის თეთრი მატლი, ნაკელის ჭია და სიმინდი.
მონტაჟი: გარდნერი.
დანაკარგი: Feedersport 56გრ
როგორც შევთანხმდით დილის 6 საათზე მონაწილეების ნაწილი აგარის გადასახვევთან შევიკრიბეთ, საშინელი ქარი იყო, ძვლებში ატანდა. საკმაოდ მარტივად (გზას ვგულისხმობ) მივედით ტბის პირას სადაც უკვე „ალიგატორები“ გველოდებოდნენ. 7 საათზე მორჩა კენჭისყრა, მე როგორც წინა ტურნირზე ისევ 1–ლი სექტორი შემხვდა. მივიბარგე, დავაბარგე და ამოვაბარგე აღჭურვილობა. ჩემი ძირითადი ბაზა ასეთია: პრემიქსი+კოპტონის ფხვნილი+სიმინდი და ყველაფერი + რაც „ძირითადი ბაზის“ მერე მიწერია, იყო საკმაოდ ღია ფერის რაც მინდოდა, რადგან ფსკერი მუქი ჩანდა ოდნავ ლამიანი, ცოტა ბალახებიც მაგრამ ისეთი არა რომ რამე პრობლემა შეექმნა, ფაქტიურად უბალახო.
დაკვების სტარტის შემდეგ სტარტამდე, 6–7 საკვებურა გავუშვი სუტად 50 ამოხვევაზე, ამ დისტანციაზე ფსკერი მომეწონა, თან ჩემთვის კომფორტულია. 8 საათზე პირველი სატყუარა მიწის წითელი ჭია წამოვაგე ჩემთვის საყვარელ ნემსკავზე რომელსაც წარმომავლობა აქვს China და რომელსაც საკმაოდ შედეგიანად ვხმარობ. თავიდანვე წვრილ თევზს ველოდებოდი და ყურადღებით ვუყურებდი ქვივერს, ქარის გამო ძალიან ძნელია განასხვავო რეალური ჩაკვრა და ტალღის გამო გამოწვეული ცანცარი. 11 საათი ისე გახდა რომ საერთოდ ჩაკვრა ვერ ვიგრძენი, სატყუარები ყველა უვნებელი გამომქონდა, არაფერი არ ეკარებოდა. სადავეების სიგრძე, ნემსკავები, დისტანციები, რავიცი არაფერი არ დავიზარე. ამ დროის მანძილზე ჩემს გვერდით მჯდომს ამოყავდა კარჩხანები, ერთი ნამდვილად „ჩასათვლელი“ ეგზემპლარი იყო. ჩემთან არანაირი წვრილი თევზი არ მოდიოდა. სადღაც 12–ის ნახევარზე, სიმინდი დავაყენე ნემსკავზე(ერთი), (პირველად ამ დღეს!) გადავაგდე ჩემს კომფორტულ ადგილას და დაველოდე...
...დაახლოებით 10–15 წუთში, ორი, ზედიზედ ჩაარტყა ქვივერმა, ჩემი გულიც ქვივერის რიტმს აყვა, რეაქცია არ დავაყოვნე, ამოვკარი, ამოვახვიე და სანატრელი ფრიქციონის ხმა გავიგონე ჩემი კოჭიდან (როგორი წკრიალი აქვს, არა?!), ცოტა გადავუჭირე ფრიქციონს და ორი ძლიერი დარტყმა ვიგრძენი, მოკლედ ოქროს შუალედი მოვუძებნე კოჭას და დავიწყე ჩემსკენ მოქაჩვა, მოდიოდა მძიმედ, ორჯერ უკან წავიდა 2– 3 მეტრით ჩემი სარკისებრი კობრი, ცალი ხელით ჩოგან ბადე ავიღე და შევეცადე შემეცურებინა, სულ გაგიჯდა, გადაირია, მაგრად იდგაფუნა, მაგრამ შანსი აღარ ქონდა, ცოტა ხანში ჩემს ბადეში მყოფს ვხსნიდი ნემსკავს დრუნჩიდან. ერთხანს იპოზიორა ჩემთნ ერთად, შემდეგ ჟურნალისტებს დაელოდა, მათთან სურათებიც გადაიღო, აიწონა (1150 გრ) და დაგვემშვიდობა, დაბრუნდა სახლში.
ამ ჩემი ნადავლით აშკარად ყველაზე კარგი შედეგი მქონდა, მაგრამ 3 საათი წინ იყო ფინიშამდე. ამ დროში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. იგივე დისტანცია (50 ამოხვევა), იგივე საკვებურა(feeder sport 56 gr), იგივე სადავე (0,16მმ, 30 სმ)...
...1–ლი საათი ხდებოდა და კიდევ ერთი ძლიერი ჩაკვრა!!! მოვქაჩე, ამოვახვიე და ფრიქციონს ვერ ვაჩერებდი. აშკარად წინაზე დიდი იქნებოდა(თუმცა სანამ არ ნახავ ვერაფერს იტყვი). გადავუჭირე ფრიქციონს და ჩემსკენ ვერ მოვატრიალე მოწინააღმდეგე... გაწყვიტა! მონტაჟი რო ამოვიღე სადავის ძუა საერთოდ არ ეკეთა, (მარყუჟი–მარყუჯში, ეგრე ვაბამ სადავეს) აშკარაგ სადავის კვანძიდან გახსნა.
1 საათიდან 3 საათამდე ჩაკვრა აღარ იყო, ფინიშის სიგნალიც გაისმა.
ჩემმა ერთმა სარკისებრმა კობრმა 1–ლი ადგილი მომიტანა, ასევე “Big fish”-ის ნომინაციაშიც გამამარჯვებინა. უზომოდ ბედნიერი ვიყავი, კლუბმა „ალიგატორებმა“ ეს პირველი ადგილით განცდილი ბედნიერება არ მაკმარეს და დამიმატეს
მაჩუქეს ტრაბუკოს ფიდერის ანკესი, როგორც პირველ ადგილოსანს, მაჩუქეს სათევზაო სკამი, როგორც ყველაზე დიდი თევზის დამჭერს, და ამ სკამის ჯიბეში დებულა კიდევ ერთი საჩუქარი (სახლში ვნახე მერე), რომელმაც საერთოდ გადამრია, ეს იყო ბრაუნინგის სანადირო/სათევზაო დანა! და კიდევ ერთი საჩუქარი რომელიც სპონსორმა ("SHENTVIS GROUP") დააწესა ეს იყო ფულადი ჯილდო 100 ლარი!!! მოკლედ, ხალხნო ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის, უზომოდ ძვირფასი საჩუქრები მივიღე. მადლიერება როგორ გამოვხატო არ ვიცი. ყველაზე დიდი მადლობა სოსოს!! ამ კაცის ენთუზიაზმი გადამდებია! მადლობა ასევე მონაწილეებს და მსაჯებს. ყველაფერი კარგად იყო ორგანიზებული.

...არადა, სანამ დაიწყებოდა ტურნირი, მონაწილეებს ვუყურებდი და ვფიქრობდი, „ნეტა რომელი გავალთ 1–ელ ადგილზე?!“
1-ლი, მე-2, მე-3 ადგილოსანი და სპონსორი მანდილოსანი

Shalva_NGF
ReplyDeleteაქტიური წევრი
Members
PipPipPip
996 posts
პოსტი დაწერილია 21 09 2015 - 18:49
გილოცავ, ეგ ერთი და სხვა მრავალი 👍👍 დასანანია, მეორე რამხელა იყო ნეტავ? ფრიქციონი ძაან დაუჭირე? ძუა თუ გქონდა საკმარისი წაეღო, სად წავიდოდა...
Doqtor
ReplyDeleteაქტიური წევრი
Members
PipPipPip
412 posts
ადგილმდებარეობა
tbilisi
პოსტი დაწერილია 21 09 2015 - 18:53
ბევრი გამარჯვება და ბევრი ადრენალინი..))
misha
ReplyDeleteაქტიური წევრი
Members
PipPipPip
789 posts
ადგილმდებარეობა
თბილისი
პოსტი დაწერილია 21 09 2015 - 20:03
გილოცავ გიორგი სულ გამარჯვებული მენახე :)
გამარჯვების სიხარული უკვე იცი და ეხლა წინ რაღა დაგიდგება ! აბა შენ იცი :)
Gia Chit 74
ReplyDeleteაქტიური წევრი
Super_Moderator
1584 posts
ადგილმდებარეობა
თბილისი
პოსტი დაწერილია 21 09 2015 - 23:19
გიო აქაც გილოცავ და მრავალი მომელოცოს ,ისე მოთხრობების წერაც რომ დაიწყო ფიდერის არ იყოს მგონია რომ კარგ შედეგს დადებ მაგ სფეროშიც :)
Irakli_Sportfishing
ReplyDeleteაქტიური წევრი
Members
PipPipPip
260 posts
ადგილმდებარეობა
თბილისი
პოსტი დაწერილია 22 09 2015 - 02:16
მალადეც გიორგი, გილოცავ კიდევ ერთხელ ;)
RANGER64
ReplyDeleteაქტიური წევრი
Members
PipPipPip
2095 posts
ადგილმდებარეობა
Gori, Georgia
პოსტი დაწერილია 22 09 2015 - 09:48
აქაც კიდევ ერთხელ გილოცავ, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს და ბევრი "ტროფეი" მოგაპოვებინოს :)
maxo06
ReplyDeleteაქტიური წევრი
Super_Moderator
2163 posts
ადგილმდებარეობა
თბილისი
პოსტი დაწერილია 22 09 2015 - 10:54
გილოცავ გიო,ერთი სიამოვნმებაა შენი აწ უკვე --""სათევზაო ჩანახატების"" წაკითხვა :)
david82
ReplyDeleteწევრი
Members
PipPip
81 posts
პოსტი დაწერილია 22 09 2015 - 11:10
გილოცავ გიო! დაგიფასდა შენი მონდომება და საქმის სიყვარული :) წარმატებები არ მოგკლებოდეს! :)
vladimer zarkaliani
ReplyDeleteაქტიური წევრი
Members
PipPipPip
289 posts
პოსტი დაწერილია 22 09 2015 - 11:21
გიო გილოცავ :)
BABUKA_17
ReplyDeleteაქტიური წევრი
Members
PipPipPip
435 posts
პოსტი დაწერილია 22 09 2015 - 13:58
გილოცავ გიო