"DEBEDA MASTERS 2016" –08.05.2016 ვარჯიში

"DEBEDA MASTERS 2016" – 08.05.2016 ვარჯიში "Smart Feeder"–ის შემადგენლობაში
+ ვიდეო


მოგესალმებით, მეგობრებო! დებედას ტურნირზე მინდა დავწერო, მართალია დიდი ხანი გავიდა, მის მერე ერთი ტურნირიც იყო, მაგრამ ამ დაუვიწყარ ემოციებს ვერ შევინახავ.
კუმისის ტურნირნირზე მხოლოდ 400 გრ დაგვაკლდა გუნდს (NG Feedermens) იმისთვის, რომ დებედა მასტერსზე მოვხვედრილიყავით, მართალია რეიტინგული არაა მაგრამ სამაგიეროდ პრესტიჟულია, მართლაც რომ ღირსეული გუნდები გავიდნენ და იასპარეზეს. 
ერთ მშვენიერ დღესაც დამიკავშირდა ერთ–ერთ ტიტულოვანი და ჩემთვის საყვარელი გუნდის Smart Feeder-ის კაპიტანი, მალხაზ მახარაშვილი და შემომათავაზა მის გუნდთან ერთად მეასპარეზა დებედა მასტერსზე! (წარმოგიდგენიათ?!) აღმოჩნდა, რომ გიგა, საქართველოს ნაკრების ერთ–ერთი ღირსეული წევრი, საპატიო მიზეზით ვერ ახერხებს გუნდთან ერთად წასვლას და მის მაგივრად უნდა ვყოფილიყავი. მოკლედ, შოკიდან რომ გამოვედი, ბევრი არც მიფიქრია და რა თქმა უნდა მახოს დავეთანხმე. ტრანსფერი შედგა. ამ ყველაფერმა საშუალება მომცა ახლოს გამეცნო ყველა ის ადამიანი ვისაც, სურათებიდან, ვიდეოებიდან და სხვადასხვა ვირტუალური საშუალებიდან ვიცნობდი, უფრო უკეთესასაც გეტყვით, სწორედ მათგან მიმეღო რჩევა–დარიგება და მასტერკლასები. 


დაიგეგმა ვარჯიში ერთი კვირით ადრე 8 მაისს. დილით ადრე მე და მახო დებედას გზას დავადექით, გზაში რა თქმა უნდა ბევრი ვისაუბრეთ, სასაუბრო თემის გამოცნობა ძალიან ადვილია. რუსთავიდან ზურა და შალვა შემოგვიერთდა. დებედაზე პირველად ვიყავი, ძალიან მინდოდა დიდი ხანია, ულამაზესი ადგილია. ავირჩიეთ ადგილი, მე დავჯექი ტურნის დროს სადაც A4 ზონა იყო,  ადნისტრაციის მოპირდაპირე მხარეს კუთხეში. 
ყველაფერს მახოს რჩევით ვაკეთებდი. ბევრს აღარ დავწერ რას და როგორ ვაკეთებდი ვარჯიშზე, ტურნირის აღწერაში დავწერ ყველაფერს.
დავიჭირე ოთხი 1.5–1.7 კგ მდე გოჭა. ორი მცირე კობრი, და ერთი მცირე სარკისებრი კობრი, ასევე კარჩხანა დაახლოებით 13–15 ცალი 250 გრ.
96af0bf1d0fb.jpg

611ef80e8404.jpg


ერთი სიტყვით ვარჯიშს და იმ კამპანიას ვისთან ერთადაც ვიყავი და მასტერკლასებს ვღებულობდი, თევზის ჭერითაც ძალიან ვისიამოვნე. უკანა გზაზე ჩემი და მახოს სასაუბრო თემა ახლა უფრო ადვილია გამოიცნოთ.

No comments:

Post a Comment