სკრის ტბები – 30.08.2015

შაბათ საღამოს, უკვე კვირისთვის ვემზადებოდი, რომელიც ნადარბაზევზე ყოფნის დროს დავგეგმე. სკრის ტბა ძალიან მაინტერესებდა. 

სკრის ტბები – 30.08.2015





ანკესი: Mikado ტესტი 100გრ, 3.9.
კოჭა: Daiwa Strikeforce - SF4000-B
ძირითადი ძუა: მონო 0.28 mm, შავი. 
სადავე: 0.16 მმ. 50სმ
ნემსკავი: ვერ ვერკვევი კოდებში!
საკვებურა: Feedersport 56გრ, Feedersport 42გრ და Feedersport ბულეტი 56გრ,
დასაკვები: „ძირითადი ბაზა“ + სალმოს ქარხნული საკვები + კოპტონის ფხვნილი + სიმინდის ღერღილი + კონსერვის სიმინდი
სატყუარა: მიწის წითელი ჭია, ბუზის შეღებილი მატლი (წითელი) და სიმინდი.
მონტაჟი: პატერნოსტერი და ასიმეტრიული.


   შეგნებულად სახლიდან გვიან გავედი, ძალიან ადრეც არ მაქვს ხოლმე შედეგები და უძილობით მთელი დღე ვიტანჯები მერე (თევზაობის მერე სახლში მისვლისას).

   8 საათზე სკრის ტბების კარს მივადექი, ამჯერად მარტო. მითხრეს სადაც გაგეხარდება იქ დადექიო, ხოდა ავირჩიე კომფორტული დასაჯდომი, 8:40 საათზე უკვე ფსკერს ვიკვლევდი. ცოტა ბალახიანი იყო, მარკერის სიმძიმეს ბალახები მოყვებოდა, ასევე ცოტა უჭირდა ადგილიდან დაძვრა საკვებურას. 11 საათემდე მხოლოდ ერთი რხევა ვიგრძენი ქვივერზე, საერთოდ ძვრა არ ქონდა ანკესს. ამ დროის მანძილზე გულს მიხეთქავდა დიდი ზომის კობრები, ამურები რავიცი ჩემს მოპირდაპირე მხარეს ქონდათ გამართული ერთი ცეკვა–თამაშ–ტაშ–ფანდურ–ტყლაშანი. არ დავიზარე და მოვედი იქეთა მხარეს დასაზვერად, გავგიჟდიიი! ჩემს წინ, 2 მეტრაში, ზედაპირიდან იკვებებოდა მინიმუმ 4 კილოიანი ამური. ვერ მხედავდა, სანამ ხელის ჩრდილით არ შევაშინე, ძლიერად მოიქნია კუდი და გაუჩინარდა. 

   სასწრაფოდ ჩემ კარგად გაშლილ აღჭურვილობასთან მივირბინე, მანქანაში გაშლილი ანკესით ჩავჯექი და გადავბარგდი იმ ადგილას. დავიწყე ყველაფერი თავიდან, ფსკერის გამოკვლევით და კომფორტული დისტანციის დაკლიფსვით (დაკლიფსვა ყველაზე მაგარი რამაა და მთავარი ფიდერში). ერთი ჩემი საყვარელი 42 გრამიანი ფიდერ სპორტის საკვებურაც გავისროლე :( არ ვიცი როგორ დამემართა. ახალი მონტაჟი პატერნოსტერი გავაკეთე, სიმარტივის გამო. ჩემს მარცხენა მხარეეს უზარმაზარი თევზი ამოხტა ბალახებთან ცენტში, გავუკეთე წითელი ჭია, ნასკივით, ისე რომ თავში და ბოლოში გამომწვევ მოძრაობას აკეთებდა, და რაც შემეძლო იმ ადგილს დავუმიზნე, ვისროლე მარცხნივ (ასე 60 გრადუსით) ყოველგვარი გამოკვლევებისა და დაკვების გარეშე, უკვე ცოტა არ იყოს გატეხილში ვიყავი 12 საათზე მეტი იყო და ყველანაირად უპონტოდ ვიჯექი. მზეც მაცხუნებდა. ქვივერს თვალს არ ვაშორებდი, იმედი მქონდა, მჯეროდა...

   ...20 წუთში ქვივერმა უმნიშვნელო ორი მოძრაობა გააკეთა, აცანცარდა და შემდეგ საკვებურისკენ გასქროლა, მკერდში ტკივილი ვიგრძენი ადრენალინის გამო, ამოკვრა თავის დროზე გავაკეთე, ამოვახვიე, მოვქაჩე, ხელში მძიმედ ვგრძნობდი დარტყმებს, ფრიქციონის ხმა ახლაც ჩამესმის ყურებში, ცოტა გადავუჭირე ფრიქციონს და მოვქაჩე ჩემსკენ, იმ „რაღაცამ“ ბალახებისკენ წაიღო ძუა, ძალიან არ ვეჭიდავებოდი, ვახვევდი და ჩემსკენ ვქაჩავდი. ცოტა ხანში ჩემს წინ ამოყვინთა დიდი ზომის გოჭამ, ადრენალინმა ფეხებში გამიარა, მე სადაც ვიჯექი იქედან მისი ამოყვანა შეუძლებელი იყო, რადგან 1 მეტრიანი დაქანება იყო, მარჯვნივ წავედი სადაც მახსოვდა ცოტა მოწა შედიოდა წყალში, ჩოგან ბადე ცალი ხელით ძლივს ავიღე და გავუყევი ნაპირს, ამ დროს მოპირდაპირედ მსხდომებმა შემამჩნიეს და ტბის დარაჯიც გამოიქცა, რომელმაც 30 წუთის წინ მითხრა აქ დიდებს ვერ დაიჭერო. მოქოშინდა, ჩემსაზე ოდნავ დიდი ჩოგან ბადით, ბოლო–ბოლო ჩავსვით ბადეში, ამოვისუნთქე, კი არადა ძლივს ვსუნთქავდი, თითქმის სუნთქვა შეკრული ვიყავი ამ დროის მანძილზე. 6–7 წუთი მინიმუმ ვებრძობდი, ეს ცოტა ნამდვილად არაა.

   2.300 კგ, ამ ზომის და ამ წონის ეგზემპლარი მე ჯერ არ დამეჭირა, უზუმოდ ბედნიერი ვიყავი.



–––––

   (300 გრამი ჩოგან ბადეა)
   ...ერთ ხანს კარგად ვეფერე, ჩავეხუტე :D მერე გაშვებას ვაპირებდი და ამ დარაჯმა მეპატრონეს დაუძახა გაშვებას აპირებსო! იმან ხელით ანიშნა აქ წამოიყვანეო...

   ...შემდეგი სროლაც იგივე ადგილზე ჩავაგდე, ზუსტად 20 წუთში იგივე ცანცარ–გასქროლვა და გულის არეში ტკივილი ვიგრძენი, ისევ ფრიქციონის ხმა, გაშვება... ამოხვევა... მოქაჩვა... მცირე ზომის სარკისებრი კობრი დავინახე ჩემს წინ, ეს შედარებით ადვილად მივიყვანე ზემოთ აღნიშნულ მიწაყრილზე, ჩოგან ბადე ავიღე, ჩევუცურე და.... უკვე ჩემია. ამ დროს კიდევ დავუნახივარ დარაჯს და რომ მოვიდა ქოშინით და ჩოგან ბადით უკვე მე მყავდა ჩემი 1 კგ–იანი სარკისებრი კობრი, ესეც მეპატრონეს საკუთრება გახდა. 




   სამ საათამდე კიდევ ორი ჩაკვრა მქონდა, ორივე კარჩხანა აღმოჩნდა სტანდარტი ზომის, პატარაც არ ეთქმოდა. მოვხვდი რომ კარჩხანა შემოვიდა იმ ადგილას, ხასიათის გაფუჭება არ მინდოდა და ამიტომ 3ზე უკვე ავიბარგე.



   საერთო ჯამში როგორი კმაყოფილი ვარ ამაზე ზედმეტია საუბარი. სულ 4 ჩაკვრა მქონდა და ოთხივეს რეალიზება მოვახდინე. პირადი სარეკორდო ეგზემპლარიც დავიჭირე. დიდი ზომის თევზის გამოყვანის პრაქტიკაც ასე თუ ისე მივიღე. ყველაზე მეტად რაც გამიკვირდა, ყოველგვარი დაკვების გარეშე, პირველივე სროლაზე დაჯდა გოჭა, მეორე სროლაზე კობრი, მესამეზე კარჩხანა, დაახლოებით 30 წუთის ინტერვალებით.

   ეს კი, სურათი დასახელებით „საუკეთესო ანტიდეპრესანტი“



   პ.ს ყველას დიდი მადლობა ვინც მეხმარებით თეორიების სწავლაში, ყველაფერი თითქმის აქედან ვისწავლე. 2 წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი მარტო თუ ვივლიდი სათევზაოდ. ამ სტილით და თევზაობასთან ასეთი მიდგომით ვგრძნობ რომ „სხვა ლიგაში“ ვარ, არ ვგავარ ანკესზე 4 ნემსკავით მოთევზავეს. გაცილებით მეტ სიამოვნებას ვღებულობ ასე.

   ემოციებისა და დიდი ტექსტისთვის მაპატიეთ.

ლინკი ფორმუზე: http://sportfishing.ge/forum/

9 comments:

  1. maxo06
    აქტიური წევრი

    Super_Moderator

    2163 posts
    ადგილმდებარეობა
    თბილისი
    პოსტი დაწერილია 02 09 2015 - 13:24
    ძალიან მაგარი რეპორტია ,თითქოს მეც იქ ვიყავი :) :) :)

    ReplyDelete
  2. Gia Chit 74
    აქტიური წევრი

    Super_Moderator

    1584 posts
    ადგილმდებარეობა
    თბილისი
    პოსტი დაწერილია 02 09 2015 - 13:42
    გიო ,როგორც ყოველთვის საინტერესო და შემეცნებითი რაპორტია ,თავისი სურათებით და ახსნა -განმარტებებით .ერთი ვერ გავიგე ,ძირიტადზე 0,18 გიყენია და სადავეც 0,18 ,აზრს ვერ ვხედავ :)

    ReplyDelete
  3. RANGER64
    აქტიური წევრი

    Members
    PipPipPip
    2095 posts
    ადგილმდებარეობა
    Gori, Georgia
    პოსტი დაწერილია 02 09 2015 - 14:13
    გიორგი როგორც ყოველთვის შენს სიმაღლეზე ხარ ;) :)

    ReplyDelete
  4. redhothevi - გიორგი გ.
    აქტიური წევრი

    Members
    PipPipPip
    392 posts
    0 გაფრთხილება
    ადგილმდებარეობა
    თბილისი
    პოსტი დაწერილია 02 09 2015 - 14:32
    მადლობა მეგობრებო! გია, აშკარად შეცდომით მეწერა, არც მიმიქცევია ყურადღება. ახლა ვნახე, ჩავასწორე ;)

    ReplyDelete
  5. david82
    წევრი

    Members
    PipPip
    81 posts
    პოსტი დაწერილია 02 09 2015 - 18:28
    ემოციები გადმომედო ისეთი რეპორტია, ყოჩაღ გიო. :)

    ReplyDelete
  6. Zurabi-Mereklishvili
    აქტიური წევრი

    Super_Moderator

    942 posts
    პოსტი დაწერილია 02 09 2015 - 19:20
    ეჰ გიო მაგარი იყო, გამახსენდა მეც როგორი შემართებით ვწერდი რეპორტებს ჩემს თითოეულ გასვლაზე მაგრამ ამ ტურნირებმა და მისმა ვარჯიშებმა სულ წამართვეს დრო მაგისათვის. შეიძლება არ დაიჯერო და წელს ჩემს გემიზე მხოლოდ ერთხელ ვითევზავე დანარჩენი ან ვარჯიშია და ან ტურნირი :-)) ;-)) ასე რომ კაი ბიჭი ხარ რომ ფორუმს ამარაგებ ესეთი კარგივ რეპორტებით...

    ReplyDelete
  7. -თემო-
    აქტიური წევრი

    Members
    PipPipPip
    231 posts
    ადგილმდებარეობა
    ახალციხე
    პოსტი დაწერილია 03 09 2015 - 00:08
    მაგარია გიო გილოცავ წარმომიდგენია როგორ ისიამოვნე, მეც შენსავით არმაქვს დიდ თევზებთან ჭიდილის გამოცდილება და წელს რაც ფიდერი მოვსინჯე ნელნელა გავზარდე თევზების ზომაც და დიდ იმედებს ვამყარებ ფიდერზე. რეპორტი კი ძალიან მაგარი იყო ვკითხულობდი და ისეთ აზარტში შევედი მეგონა ჩემს ანკესზე დაჯდა ეგ თევზები. წარმატებები მომავალშიც

    ReplyDelete
  8. GigaG
    აქტიური წევრი

    Administrator

    2090 posts
    ადგილმდებარეობა
    თბილისი
    პოსტი დაწერილია 03 09 2015 - 17:17
    მადლობა გიორგი, ძალიან ლამაზ რეპორტებს აკეთებ. ერთი ორი შენნაირი კიდევ ამ ფორუმზე და ჩვენს ბედს ძაღლი არ დაყეფს :):) ეგრე გააგრძელე, თხოვნა მექნება :)

    სხვა ფორუმელებო! მიბაძეთ ამ ადამიანს!!!

    ReplyDelete
  9. misha
    აქტიური წევრი

    Members
    PipPipPip
    789 posts
    ადგილმდებარეობა
    თბილისი
    პოსტი დაწერილია 03 09 2015 - 21:13
    გიორგი მშვენივრად წერ და ძალიან კარგ რეპორტებს აკეთებ, სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე, ყოჩაღ მეგობარო :)

    ReplyDelete