მოგესალმებით მეგობრებო! დიდი პაუზა გამომივიდა რეპორტებს შორის მოუცლელობის გამო, თუმცა გასვლა მაინც მოვახერხე ამ პერიოდში 2-ჯერ. ჩემი ბოლო რეპორტი იყო ნადარბაზევიდან 07.06.2015 -ში... ზუსტად ერთ კვირაში ვესტუმრეთ ისევ მე და David82.
ანკესი: Mikado ტესტი 100გრ, 3.9მ.
კოჭა: Okuma safina pro
ძირითადი ძუა: წნული 0.2mm, მწვანე. 20 LB
სადავე: 0.1მმ. 30სმ-20სმ
ნემსკავი: Mikado 10
საკვებურა: Feedersport 56გრ, Feedersport 28გრ და Feedersport ბულეტი 28გრ,
დასაკვები: „ძირითადი ბაზა“ + ქარხნული საკვები + კოპტონის ფხვნილი + სიმინდის ღერღილი + კონსერვის სიმინდი
სატყუარა: მიწის წითელი ჭია, ბუზის თეთრი მატლი და სიმინდი.
მონტაჟი: გარდნერი.
მოკლედ ერთ თვეზე მეტი გავიდა და დაწვრილებით ცოტა გამიჭირდება მაგრამ მაინც შევძლებ აღდგენას რა და როგორ იყო.
13-ში შაბათს 10-სთზე დავიძინე, რადგან მე და დათო 3:30 საათზე უნდა შევხვედროდით ერთმანეთს. ღამის 12-ზე საშინელამა წვიმის ხმამ გამაღვიძა და ძაან შემაშინა, ჩვენი წასვლა ეჭვქვეშ დგებოდა. ალბათ მიხვდიდთ ეს ის ტრაგედიის ღამე იყო
ამ დღეს ტივტივის ტურნირიც იყო. მოკლედ მაგარ ნაწვიმში შევხვდი დავითს და გავეშურეთ ნადარბაზევისკენ, იქ კი საერთოდ ნაწვიმიც არ იყო. 5ზე ადგილზე ვიყავით და 6 საათზე უკვე ჩავყარეთ, მე საკვებურა, დათომ ჩოდი და 360 J ბერვი რო არ გავაგრძელო 50 ამოხვევაზე ვიჭერდი სტაბულურად კარჩახანას, წითელ ჭიაზე, სადავე 30 სმ. ქარი საკმაოდ გვიძნელებდა თევზჭერას. 7 საათამდე გავრჩერდით. დათომ ერთი კობრი მოიხელთა 800 გრ მხოლოდ. ჩემი კარჩხანა ჯამში 3300 გრამი.

აბსოლიტურად ყველა თევზი დაუბრუნდა წყალსაცავს...
ესეც გაშვების ვიდეო:
No comments:
Post a Comment